სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეღვანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა ნიკო კეცხოველის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
11-02-2019
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ლეღვანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა, ნიკო კეცხოველის 121 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკო-კლუბის წევრებმა ღონისძიება ნიკო კეცხოველის მოღვაწეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს.

კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს ბოტანიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატისა და უამრავი ჯილდოს მქონე მეცნიერის ბიოგრაფია გააცნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრეს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე შეყვარებულ ადამიანზე, რომელმაც საქართველოს ყველა კუთხე მოიარა და ფლორას გაეცნო.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, რომელიც კეცხოველის მოღვაწეობას ეძღვნებოდა.

ნიკო კეცხოველის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და სოფლის თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ უხარიათ ბავშვების გააქტიურება და ჩართულობა ასეთი დიდი პიროვნების სახელობის კონკურსში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება