სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა წერია კვლევაში, რომლის შედეგადაც საატესტატო გამოცდები გაუქმდა, ზოგადი უნარების ჩაბარება კი სავალდებულო აღარ იქნება
11-02-2019
-
+


სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასების მიზნით  კვლევა ჩატარდა, რომლის შესახებაც ინფორმაციას  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დოკუმენტში (სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში - კვლევის ანგარიში) თავმოყრილია არსებული კვლევები და ლიტერატურა საგამოცდო საკითხებზე, გაანალიზებულია სტატისტიკური მონაცემები, განხილულია საერთაშორისო ტენდენციები, წარმოდგენილია ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და რეკომენდაციები.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებული საგამოცდო მოდელის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ ცალკეული კვლევები ადრეც ჩატარებულა, აქამდე კომპლექსურად არ შეფასებულა, რამდენად მიაღწია ამ მოდელმა დასახულ მიზნებს და რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად სისტემა.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები: მასწავლებლებთან, უფროსკლასელებთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტების რექტორებთან, სკოლების დირექტორებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან, განათლების სფეროს ექსპერტებთან.

კვლევის სამუშაო ვერსია უკვე წარედგინათ დაინტერესებულ პირებს. მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე დამუშავდა კვლევის საბოლოო ვერსია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

კვლევის ავტორი: ლელა ჩახაია - განათლების მეცნიერებათა დოქტორი; ევროპული უნივერსიტეტი, ფლორენცია, იტალია.

კვლევის რეცენზენტი: პეტერ ვან რიჯენი -  უფროსი მეცნიერი;  გლობალური საგანმანათლებლო ტესტირების სერვისი (ETS Global), ამსტერდამი, ნიდერლანდების სამეფო“,-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება