სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგნობრივ ნაწილში შეიძლება უნარების ჩამატება მოხდეს
10-02-2019
-
+


„გამოცდები მხოლოდ ერთი ნაწილია რომელზეც ჩვენი ხედვა გვაქვს, აქტიურად ვმუშაობდით ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქრონიკასთან“ და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად იმართება შეხვედრები ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, რათა გადაწყდეს განათლების კომპლექსური ნაწილის საკითხი.

მისი თქმით, განათლების სისტემას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს, დაწყებული სკოლიდან, დამთავრებული მეცნიერებით, რომელიც ბატიაშვილის თქმით, თითქმის ნულამდეა დაყვანილი.

„მეცნიერება, განათლება, მეცნიერება. დღეს ეს ბაზისი არ არსებობს. ეს რაღაც ისტორიულ მომენტზე ასე გაკეთდა. ერთ დღეში ხელაღებით გავაუქმეთ ყველაფერი.

როგორ უნდა შეიცვალოს გამოცდები? გამოცდის ჩაბარებისას, იქნება ეს მათემატიკა თუ ქართული, საგნობრივ ნაწილში, შესაძლებელია, საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარებზე როგორც ცალკე საგამოცდო გამოცდაზე უნდა ვთქვათ უარი, თუმცა, აბიტურიენტებს საგნის ჩაბარებისას საშუალება ექნებათ გამოამჟღავნონ საგნობრივი უნარები“, - განაცხადა მინისტრმა. 

ბატიაშვილის თქმით, კომპლექსური განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ განათლების მიღება ახალგაზრდებს, მხოლოდ გამოცდების ჩაბარების მიზნით არ სურდეთ. „პანაცეა,  ოღონდ, გამოცდა ჩავაბაროთ,  არ გვაძლევს შედეგს“, - აღნიშნა მინისტრმა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება