სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს“- საკანონმდებლო ინიციატივა 
10-02-2019
-
+


პარტია „ევროპული საქართველო“ საკანონდებლო წინადადებით გამოდის, რომ ერთიან ეროვნული გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო იყოს.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში მომზადდა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს კი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მისი ინიცირება მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარება კანონის დონეზე უნდა იყოს სავალდებულო, სასწავლო გრანტის მინიჭებისას კი ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები უნდა გაითვალისწინონ. 

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. სავალდებულო იქნება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება