სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმოდგენაში „საშობაო სიმღერა“ მონაწილეობდნენ
04-02-2019
-
+


ახალციხის თოჯინების თეატრში ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის დასკვითი ღონისძიება გაიმართა. 

„ეს პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ხელგარჯილობის კლუბი შეიქმნა, სადაც ბავშვები ხელნაკეთი ნივთების დამზადებას სწავლობდნენ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მოსწავლეთა ერთობლივი ნამუშევრები თეატრის ფოიეში გამოიფინა. ღონისძიების მონაწილებს და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხელგარჯილობის კლუბებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მოხალისეების მიერ მომზადებულ ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთულ ხელნაკეთ ნივთებს. 

გამოფენის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა გადაინაცვლეს თოჯინების თეატრის დარბაზში, სადაც ახალციხის N7 და ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“ დადგეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, N5 და N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივ სპექტაკლზე სამი თვე იმუშავეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორი სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი სპექტაკლი დადგეს. 

სტუმრები აღფრთოვანებას და ემოციებს ვერ მალავდნენ შესრულებული სპექტაკლით.

წარმოდგენა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „სოციალური ინკლუზია“ ფარგლებში დაიდგა. 

ხაზგასასმელია, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული მსგავსი აქტივობები ერთი მხრივ ხელს უწყობს ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, ტოლერანტული განწყობების გაზრდას და თვითშეგნების ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს N1740 განკარგულებით დამტკიცებული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს“.

პროექტის მიზანი სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ჩართულობა და საერთო სივრცეში ერთად მუშაობაა.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება