სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ ''ემდუროდა'' აკაკის კბილის ექიმი - საინტერესო ეპიზოდები აკაკის ცხოვრებიდან
17-02-2017
-
+


ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი, ძალიან ენამოსწრებული გახლდათ. 

მას შეეძლო სირთულეებისთვის იუმორით შეეხედა. აკაკიმ ჯერ კიდევ სიჭაბუკის წლებში მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი მახვილი ენითა და სიტყვა-პასუხით. 



გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას აკაკის ცხოვრებიდან: 
   
  • ერთი კბილის ექიმი ცუდად იხსენიებდა აკაკის. გადასცეს მგოსანს. მან ღიმილით დაიწყო: ნეტავ რა დამიშავებია იმ ყმაწვილისათვის? ... ალბათ იმაზე მემდურის, რომ საღი კბილები მაქვსო!
  • სასტუმროში ერთმა ადვოკატმა ძეხვი მოითხოვა, ბევრი ეწვალა, მაგრამ კანი ვერ გააცალა და გულმოსულმა იკითხა:
          - არ გიკვირს, რომ კანი არ სძვრება ამ ძეხვსა?

          - ეგ არ მიკვირს, - მიუგო იქ მყოფმა აკაკიმ. - ის კი გასაკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებ.
     
  • ერთმა პედაგოგმა, რომელიც პოეტობასაც ჩემობდა, ახლო სოფელში მიმავალ აკაკის ერთი კვიმატიანი ცხენი ათხოვა და თანაც ლექსების რვეული გაატანა: თუ მოგეწყინოს, ამაღამ ეს გადაიკითხეო. მეორე დღეს ჰკითხა უკან დაბრუნებულ აკაკის:
         - როგორ იმგზავრე? ღამე როგორ გაატარე?

         - რა უნდა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე - ლექსებმა, - მიუგო პოეტმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება