სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ წინასაახალწლოდ მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა გაიმართა
04-02-2019
-
+


წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ წინასაახალწლოდ მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა გაიმართა. 

სკოლის პირველი კლასის აღსაზრდელებმა, პედაგოგ ქრისტინე სულიაშვილის ხელმძღვანელობით საახალწლო ზეიმი გამართეს. პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. 

პედაგოგებსა და მშობლებს დამდეგი შობა-ახალ წელი ღონისძიებით მიულოცეს მეორე კლასის მოსწავლეებმაც. ღონისძიებას ინეზა ჯიშკარიანი ხელმძღვანელობდა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა კი, პედაგოგ დარეჯან უგლავას ხელმძღვანელობით, მაყურებელს ინგლისურ ენაზე საახალწლო ზღაპარი წარუდგინეს.

საახალწლო ზღაპარი რუსულ ენაზე დადგეს მეოთხეკლასელებმა. ღონისძიებას თამარ ჩეჩელაშვილი ხელმძღვანელობდა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი  ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წაკითხული ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს. ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - თამარ გუმბერიძემ, თამარ ჩეჩელაშვილმა, მირანდა ჩხეტიანმა და ხათუნა ბუაძემ გაუწიეს.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, კი პედაგოგ მაია ნუცუბიძე-ქობულიას ხელმძღვანელობით, მცენარე „ღვიას“ საშობაო ზღაპარი დადგეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სკოლაში ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება