სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ უნდა გქონდეთ ამაღამ სახლში მანდარინი და ფორთოხალი - რა უნდა გაიტანოთ სახლიდან ჩინური ახალი წლის დადგომამდე
04-02-2019
-
+


ჩი­ნუ­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, ტა­ხის წე­ლი­წა­დი 4 თე­ბერ­ვალს იწყე­ბა. როგორ უნდა შეხვდეთ და რა სიახლეებს ელოდეთ ღორის წელში, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე „ფეისბუქზე“ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

"5 თე­ბერ­ვალს, 1:03 წუთ­ზე ახალმთვა­რე­ო­ბაა, ასე­ვე იწყე­ბა ყვი­თე­ლი ტა­ხის წე­ლი­წა­დი! (ტა­ხის წელი რე­ა­ლუ­რად 4-ში შე­მო­დის ჩი­ნუ­რი მზის კა­ლენ­დრით, მაგ­რამ მთვა­რის კა­ლენ­დრით 5-ში... და რო­გორც მთე­ლი ჩი­ნე­თი, ისე აღ­ვნიშ­ნავთ - მთვა­რის კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით).

რო­გორც არას­დროს, ისე ვე­ლო­დე­ბი წლის მბრძა­ნებ­ლის შეც­ვლას, რად­გან ტა­ხის წელი ბევ­რად მშვიდ, კე­თილ, ბა­რა­ქი­ან წლად მი­იჩ­ნე­ვა. შე­იც­ვლე­ბა ენერ­გე­ტი­კა სამ­ყა­რო­ში და ყვე­ლა­ნი ამო­ვი­სუნ­თქებთ. ნაკ­ლე­ბი ვირუ­სე­ბი, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა, მა­ინც, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მზე გა­დის მერ­წყუ­ლის ნი­შანს და აქ­ვეა ე.წ. შავი მთვა­რე, ლი­ლი­ტიც, ამი­ტომ გა­ზის, აი­რე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა არ ივარ­გებს. სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ყვე­ლამ მი­ნი­მუმ 22 რი­ცხვამ­დე, უკე­თე­სია 3 მა­ი­სამ­დე, სა­ნამ ლი­ლი­ტი არ და­ტო­ვებს მერ­წყუ­ლის ნი­შანს.

თუ ვინ­მეს სურს ტა­ხის წე­ლი­წადს შეხ­ვდეს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ იგი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც სა­ა­ხალ­წოდ მო­გე­ცით.

ჩი­ნუ­რი ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე მო­ა­წეს­რი­გეთ სახ­ლი... გა­ი­ტა­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი დრო­მოჭ­მუ­ლი, უსარ­გებ­ლო, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, გაბ­ზა­რუ­ლი ნივ­თი. ანუ გა­ა­სუფ­თა­ვეთ სახ­ლის ენერ­გე­ტი­კა ყო­ველ­გვა­რი და­მან­გრე­ვე­ლი, ნე­გა­ტი­უ­რი ვიბ­რა­ცი­ე­ბის­გან.

სახ­ლი მორ­თეთ ყვი­თელ-ოქ­როს­ფერ ფერ­თა გა­მა­ში, სუფ­რაც იგი­ვე ფე­რის ჭურ­ჭლით ან იმ ფერი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­ა­წყვეთ (თუნ­დაც ხელ­სა­ხო­ცი იყოს).

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხის და თი­ხის ელე­მენ­ტი იყოს ინ­ტე­რი­ერ­ში, ასე­ვე, ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, ხის ტო­ტე­ბი (სა­უ­კე­თე­სოა მან­და­რი­ნის, ნაძ­ვის, ატ­მის ტო­ტე­ბი). ბევ­რი არა­ფე­რი დაგ­ჭირ­დე­ბათ სუფ­რა­ზე - საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა მან­და­რი­ნი და ფორ­თო­ხა­ლი, ხილი, ტკბი­ლე­უ­ლი, ვი­საც რისი სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ. თუ თქვენ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას შე­გიქ­მნით, შე­გიძ­ლი­ათ გო­ჭუ­ნას­თვი­საც მო­ა­ზა­დოთ რამე - წყლი­ა­ნი თასი, მარ­ცვლე­უ­ლი, რკო, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, წაბ­ლი, მწვა­ნი­ლი და სხვა.

აუ­ცი­ლებ­ლად იქო­ნი­ეთ სუფ­რა­ზე და ჯი­ბე­ებ­შიც რა­ი­მე სა­ხის კუ­პი­უ­რა!

შე­გიძ­ლი­ათ და­ან­თოთ ყვი­თე­ლი ან ოქ­როს­ფე­რი სან­თლე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩა­მო­წე­როთ 2019 წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რა გსურთ, რომ მოხ­დეს ამ წელს. შე­ე­ცა­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბი გა­წე­როთ და გვერ­დით სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბის ვადა მი­ა­წე­რეთ. მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უ­დე­ქით ამ სა­კითხს. ახა­ლი წლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, გა­და­ხე­დეთ თქვენს ჩა­მო­ნათ­ვალს, ანუ სამ­ყა­როს გა­უგ­ზავ­ნეთ თქვე­ნი დაკ­ვე­თა... დი­ლით კი ეს ფურ­ცე­ლი სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მა­ლეთ და... და­ი­ვი­წყეთ! მთა­ვა­რი, მა­ინც ჩვე­ნი გან­წყო­ბა, ჩვე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბია!

წარ­მა­ტე­ბულ, მშვი­დო­ბი­ან, დოვ­ლა­თი­ან წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ! დაე, ყვე­ლა კე­თი­ლი სურ­ვი­ლის ახ­დე­ნა­ში და­გეხ­მა­როთ სამ­ყა­რო!" 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება