| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის კერძო სკოლის - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინტელექტუალურ აქტივობებში მონაწილეობდნენ.
აქტივობებს ორგანიზება სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებში კითხვის კონკურსი ჩატარდა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მოსახლეობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის შემცველი საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
სკოლის აღსაზრდელები ბოლნისის ბიბლიოთეკაში გამართულ საჯარო კითხვაშიც მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად