| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ინგლისურენოვანი წიგნების მოძრავი ბიბლიოთეკის პროექტში, რომელიც შვიდობის კორპუსის მოხალისის, ნიკი მორინის დახმარებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, „ცოდნის კაფეში“ დიდი ბრიტანეთიდან 2000-ზე მეტი თანამედროვე წიგნი ჩამოვიდა, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის ლონდონში მცხოვრებმა აქტიურმა ადამიანებმა მოაგროვეს.
პროექტი „ორბელიანი საქართველოს“ დაფინანსებით განხორციელდა.
ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხის ოდენობიდან გამომდინარე, რეგიონის სკოლებში ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკების შექმნაში ორგანიზაცია „კრისტალიც“ ჩაერთო.
წიგნების სკოლებში სამოგზაუროდ თაროები საკუთარი ინიციატივით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია ხატიაშვილმა დაამზადებინა.
ნუკრიანის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად