სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზრუნვით შექმნილი „მეგობრული კლასი“ და Izrune.ge თბილისის N11 საჯარო სკოლაში
30-01-2019
-
+


თბილისის N11 საჯარო სკოლაში, I /დ კლასის კარს რომ შეაღებთ, გამორჩეულად მზრუნველი დამრიგებელი ნანა ნინიძე შეგეგებებათ და ყველაზე „მეგობრულ კლასს“ დიდი სიამაყით გაგაცნობთ...

დიახ, მისი თითოეული მოსწავლე Izrune.ge-ს აქტიური წევრია და ბავშვების წარმატებით გამოწვეულ სიხარულს დამრიგებელი მთელი გულით იზიარებს:

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის შესახებ შევიტყეთ და მისი ყველა სიკეთე შვილების ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებს გავაცანით. ჩართულობამაც არ დააყოვნა და ჩემი მოსწავლეები Izrune.ge-ს დიდ ოჯახს შეუერთდნენ...“ 


ნანა მასწავლებლის თქმით, მისმა პირველკლასელებმა წერა-კითხვა უკვე კარგად იციან და იზრუნეს ტესტების გავლას მოუთმენლად ელიან:

„ჩემი მოსწავლეები დამოუკიდებლად, თავისუფლად კითხულობენ, ვფიქრობ, არც ისაა პრობლემა, რომ დაწყებით კლასებში მშობლებიც დაეხმარონ. პორტალის მთავარი ამოცანა ხომ ბავშვების სასწავლო პროცესში ოჯახის აქტიური ჩართვაა, რასაც Izrune.ge-სთან ერთად ეფექტურად ვაღწევთ. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან სახალისო ტესტების გავლას და პორტალთან ერთად მრავალმხრივ ვითარდებიან.“

მზრუნველი დამრიგებლის, ნანა ნინიძის შეფასებით, Izrune.ge პატარებს უკვე მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და სახალისო გზით, საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრას ასწავლის. ამასთან, წარმატების დიპლომები მოსწავლეთა წინსვლის მოტივაციას ზრდის, პატარებისთვის წახალისება ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...

ია ბიჩელაშვილი ამავე კლასის მოსწავლის, გიორგი არაბულის მშობელია. მისი თქმით, Izrune.ge-სთან ერთად შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა მეტად სისტემური, სახალისო და მამოტივირებელი ხდება:


„Izrune.ge- ზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობა და ერთობლივი მუშაობაა. აღსანიშნავია მუდმივად განახლებადი, ინდივიდუალური ტესტები, რომელიც ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. ტესტის გავლის შემდეგ დასმულ კითხვებს განვიხილავთ, რომ შემდეგში შეცდომები აღარ გავიმეოროთ.“

თავად გიორგის თქმით, ერთი სული აქვს, ყოველ ხუთშაბათს როდის მივა სკოლიდან სახლში და სავარჯიშო ტესტებს გაივლის. „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ კი Izrune.ge-ს დედასთან ერთად მიუჯდება და წარმატების დიპლომებს სიამაყით აგროვებს.

გიორგის მეგობრულ თანაკლასელ საბა კლდიაშვილს კი განსაკთრებით სახალისო ანიმაციები  და წამახალისებელი დიპლომები მოსწონს. დედამისის, ნატო ძიძიშვილს შეფასებით Izrune.ge თამაშ-თამაშით ბავშვებს წარმატებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს:

„ჩემი მეორე შვილიც Izrune.ge-ს აქტიური წევრია, ასე რომ, ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალტან აქამდეც მქონია შეხბა და მართლაც, ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვები კომპიუტერთან დმაოუკიდებლად მუშაობას და ინტერნეტრესუსრსის სასარგებლო კუთხით გამოყენებას ეჩვევიან. სწორად დასმული კითხვები და მათ ასაკზე მორგებული მასალა მოსწავლეების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. საბა Izrune.ge-სთან ერთად თამაშ-თამაშით სწავლობს და ტესტების გავლას მოუთმენლად ელოდება.

მშობელთა შეფასებით, Izrune.ge ინდივიდუალური მიდგომების პარალელურად, კლასში ჯანსაღ მისწრაფებებსა და გუნდური მუშაობის პრონციპს აყალიბებს. „მეგობრული კლასი“ მათი შვილებისთვის წარმატებული გარემოს შექმნისა და ჯერ სუპერ, შემდეგ კი „მომავლის კლასის“ ჩამოყალიბების გარანტია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება