სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

7 ძირითადი სამეცნიერო მიმართულებით კონკურსი გამოცხადდება და სახელობითი სტიპენდიანტები შეირჩევა
30-01-2019
-
+


„შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ 7 ძირითად სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით, კონკურსს გამოაცხადებს და სახელობით სტიპენდიანტებს შეარჩევს.

ამის შესახებ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს 7 ძირითადი სამეცნიერო მიმართულება. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შვიდივე მიმართულებით გამოვაცხადოთ კონკურსი და შესაბამისად, შევარჩიოთ სახელობითი სტიპენდიანტები, რომელსაც წლის განმავლობაში მიიღებენ. ისინი წლის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას, რომელსაც ქართველი მეცნიერებისა და მამულიშვილების სახელი დავარქვით. დარწმუნებული ვართ, ამით მთელი ცხოვრება იამაყებენ. წლის განმავლობაში გამოყოფილი იქნება 12 000 ლარი და დაახლოებით 1 000-ლარიან გრანტს მიიღებენ. გარდა სტიპენტიებისა, გვინდა დავაწესოთ სამეცნიერო ჯილდოები, მაგრამ ეს ალბათ, ორ წელიწადში ერთხელ იქნება. გაზომვა მოხდება წარმატების კოეფიციენტით და არა კონკრეტული ადამიანების სამეცნიერო ბიოგრაფიებით (რომლითაც აქამდე ვზომავდით), არამედ, კონკრეტული სამეცნიერო მიღწევებით”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები საზოგადოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესთან და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან, ზვიად გაბისონიასთან ერთად გააცნო.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა მეცნიერებისთვის „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში“ სპეციალური სივრცე შეიქმნება, რომელიც დაეხმარება მათ გრანტის მოსაპოვებლად დოკუმენტაციის შევსებაში.

„რუსთაველის ფონდში“ მზადდება სპეციალური სივრცე, რომელიც მეცნიერებს დაეხმარება დოკუმენტების შევსებაში გრანტების მოსაპოვებლად. ჩვენ გვინდა დამწყები მკვლევარი იქნება თუ გამოცდილი მეცნიერი, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს სამეცნიერო კვლევების ჩატარება. აქაც ბევრ რამეს ვამარტივებთ. როგორც სხვა სფეროში ისე აქაც, გვინდა ბიუროკრატია შემცირდეს. მზადდება სპეციალური სივრცე კონსულტაციების კუთხით, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ადგილზე შეეძლოს ნებისმიერი კონსულტაციის მიღება, რომელიც ეხება დოკუმენტაციის მომზადებას, შევსებას.

კიდევ ერთი მთავარი მესიჯი, რაც გვინდოდა გაგვეჟღერებინა, ეს იყო ქართული მეცნიერების ევროპული მეცნიერებისკენ ნაბიჯების გადადგმა. გზა არჩეული გვაქვს ევროპული ინტეგრაციისკენ და დანარჩენი ჩვენს მეცნიერებთან და უნივერსიტეტებთან ერთად უნდა ვიფიქროთ ერთიანი პლატფორმის შექმნაზე. წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მეცნიერებაში“,- აღნიშნა ბატიაშვილმა.

როგორც პრეზენტაციის შემდეგ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ განმარტა, მთავარი პრობლემა სწორედ გრანტებთან დაკავშირებული ბიუროკრატული სისტემაა.

„დღეის მდგომარეობით, მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი პრობლემა გახლავთ ბიუროკრატიული ბარიერები საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით. პირველი რის მოხსნასაც ვაპირებთ ის არის, რომ საგრანტო განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების დადგენას გავამარტივებთ. მეცნიერებს საშუალებას მივცემთ გამოასწორონ ტექნიკური ხარვეზი, შესაბამისად, სრული აქცენტი იქნება საგრანტო განაცხადის შინაარსობრივ ნაწილზე. აქედან გამომდინარე, აღარ მოხდება ტექნიკური ხარვეზის გამო პროექტების შეჩერება. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი საგრანტო პროექტი არა შინაარსობრივი, არამედ ტექნიკური ხარვეზების გამო დაიბლოკა“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ

ასევე იხილეთ: სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება