სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაუქმდება თუ არა მე-12 კლასისთვის წელსვე საატესტატო გამოცდები - განათლების მინისტრის განმარტება
30-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მე-12 კლასისთვის წელსვე გამოცდების გაუქმების საკითხზე ექსპერტებთან და კანონმდებლებთან ერთად იმსჯელებენ.

მისი თქმით, გადაწყვეტილებამ არ უნდა დააზარალოს რეფორმა.

„ეს რეფორმა რეალურად, 2020 წლიდან შედის ძალაში, ამიტომ რადგან ამაზე ვსაუბრობთ ამისთვის მე-11 კლასი უნდა გაგვეთავისუფლებინა. რატომ უნდა დაგვეზარალებინა?!  რაც შეეხება მე-12 კლასს, სამსჯელო საგანია ექსპერტებთან ერთად  და საკანონმდებლო ორგანოსთან. მიზანი ერთადერთი გვაქვს, რომ პირველ რიგში, არ დავაზარალოთ რეფორმა, მეორე უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ნეგატიურად არ აისახოს პროცესზე. კონსულტაციები გაგრძელდება ექსპერტებთან და საკანონმდებლო ორგანოში. გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნება არა სისტემის დაზიანებისთვის, არამედ გაჯანსაღებისთვის“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების დატოვება და მე-11 კლასელებისთვის გაუქმება, კითხვებს უჩენს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ მიხეილ ბატიაშვილთან ისაუბრებს.

„მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ უქმდება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მე-12 კლასელებს. პირადად მე მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად. საბოლოო გადაწყვეტილება 13-დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე“, – განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს მოიხსნება, მე-12 კლასში კი გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. როგორც განათლების სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნეს, მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები 2020 წელს გაუქმდება.

საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართეს. საპროტესტო აქცია, 3 თებერვალს თბილისში მცხოვრებმა მე-12 კლასის მოსწავლეებმაც დააანონსეს.

იხილეთ ვრცლად მიხეილ ბატიაშვილთან ინტერვიუ 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება