სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N61 სკოლის შენობის სახურავზე საქართველოში ყველაზე დიდი მზის ფოტოელექტრო სისტემა დამონტაჟდა
28-01-2019
-
+


თბილისის N61 საჯარო სკოლის შენობის სახურავზე საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის მზის ფოტოელექტრო სისტემა დამონტაჟდა. 

N61 საჯარო სკოლას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი  ეწვივნენ და სკოლის სახურავზე დამონტაჟებული მზის სისტემა დათვალიერეს.

77.76 კვტ პიკური სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სისტემა განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით დამოტაჟდა. საპროექტო და სამოტაჟო სამუშაოები განახორციელა კომპანია „მზის სახლმა“.

განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლის შენობის სახურავზე დამონტაჟებული მაღალი ხარისხის ფოტოელექტრო ენერგიის გენერაციის დანადგარების პროექტირება და მონტაჟი მოხდა ევროკავშირში არსებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. მათი ექსპლუატაციის ვადა 25 წელს აღემატება. მზის ფოტოელქტრო სისტემა წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს, რომელის ექსპლუატაცია არ საჭიროებს დამატებით დანახარჯებს. მზის პანელები მდგრადია ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობების მიმართ. პანელები მზის სხივურ ენერგიას გარდაქმნიან ელექტროენერგიად, ხოლო ნეტო აღრიცხვის გამოყენებით, ხდება გამომუშაბეული ენერგიის ცენტრალურ ელექტროქსელში მიწოდება და აღრიცხვა.

აღსანიშნავია, რომ N61 საჯარო სკოლა, დღეისათვის საქართველოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ყველაზე დიდი მზის სადგურია დამონტაჟებული. სადგურის მეშევობით შესაძლებელია სკოლის ელექტროენერგიის წლიური ხარჯის თითქმის 90%-ით შემცირება. ენერგოდაზოგვისა და ეკოლოგიური ეფექტის გარდა, მზის ენერგიის გამოყენება სკოლაში საგანმანათლებლო ფუნქციასაც ატარებს. ფიზიკის კაბინეტში განთავსებული მონიტორის საშუალებით ტარდება გაკვეთილები, რომლის დროსაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში ნახონ მომუშავე მზის ფოტოელექტრო სისტემა და თავადვე დააკვირდნენ სადგურის ფუნქციონირებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება