სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ წიგნებზე ისაუბრეს
28-01-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში აქტივობა - „ჩემი საყვარელი წიგნი“ ჩატარდა.

სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრეს იმ წიგნებსა და გმირებზე, რომლებმაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ბიბლიოთეკა ბავშვების საყვარელი ადგილია. დასვენებებზე თუ გაკვეთილების შემდეგ ისინი ბიბლიოთეკაში ხშირად იკრიბებიან და ეცნობიან ახალ ლიტერატურას. მათი ლოზუნგია - „აიტაცე წიგნი, წიგნი - ცოდნის წყარო“. ბიბლიოთეკარი ნარგიზა კუპატაძე გულთბილად ეხმარება მოსწავლეებს მათთვის საინტერესო წიგნების შერჩევაში.

„მრავალი წიგნის განხილვა, ახალი საცნობარო თუ სხვა სახის წიგნთა გაცნობა ხდება აქ. ერთ-ერთი აქტივობა იყო „ჩემი საყვარელი წიგნი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ წიგნებზე, გმირებზე, მწერალთა შემოქმედების თავისებურებებზე, რამაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

აქტიური მკითხველები არიან - ანანო ნიკოლაძე, საბა კლდიაშვილი, თენგიზ აბულაძე, ვაჟა ზაქარიაძე, ქეთი ნიკოლაძე, მარიამ ჭეიშვილი, თემურ ამბროლაძე, ანანო ჯიშიაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ცისა ჭუმბურიძე და ნინო კუკულავა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება