სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 მოულოდნელი მიზეზი, რომელიც მასწავლებლის პროფესიას შეგაყვარებთ
27-01-2019
-
+


გარდა იმისა, რომ მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებით პატივსაცემია, მის შესაყვარებლად არსებობს ასევე მიზეზები, რომელთა შესახებ ალბათ არც კი დაფიქრებულხართ.

მიზეზი N1. აქტიური გონება მრავალი წლის მანძილზე

მასწავლებლის სამუშაო ყოველდღიური ინტელექტუალური დატვირთვაა. არაფერი ისე არ ავითარებს ტვინის შესაძლებლობებს როგორც ინტელექტუალური დავალებების ამოხსნა, ახალი ინფორმაციის გადამუშავება და შემოქმედებითი საქმიანობა, რაც მასწავლებლის სამუშაოში უხვადაა. კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, პროგრამების ცვლილება, დოკუმენტაციის მომზადება. 

პედაგოგები მრავალი წლის განმავლობაში ჯანსაღ აზროვნებას ინარჩუნებენ და პენსიაზე გასვლის შემდეგაც ხშირად ბავშვებს კერძოდ ამეცადინებენ.

მიზეზი 2. ფართო მსოფლმხედველობა


უდავოა, რომ პედაგოგს ფართო მსოფლმხედველობა და სხვადასხვა დარგში ბევრი ცოდნა აქვს. ამას ხელს უწყობს უმაღლესი განათლება და ახალგაზრდა თაობასთან მუდმივი ურთიერთობა. მშობელი მასწავლებელი ოჯახში სასაუბროდ სასარგებლო თემას ყოველთვის მოძებნის და თავდაჯერებული უპასუხებს ბავშვების კითხვებს.

მიზეზი 3. კარგი მეუღლე

პედაგოგები ძალიან კარგად გრძნობენ სხვა ადამიანის მდგომარეობას ემპათიის საფუძველზე. ხუმრობა არ არის, ერთდროულად 30 მოსწავლესთან მიდგომა მოძებნო. ერთს ეძინება, სხვა დაბნეულია, მესამე უკეთესად აღიქვამს ხმამაღლა მიწოდებულ ინფორმაციას, მეოთხეს კარგად რომ გაიგოს ვიზუალური მასალა სჭირდება და თითოეულ მათგანს უნდა ასწავლო.

ადამიანები კარგად განვითარებული ემპათიით ძალიან კარგი მეუღლეები არიან, რადგან მათ სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარი აქვთ.

მიზეზი N4. შემოქმედებით სიამოვნების მიღება



იშვიათად მოიძებნება პროფესია რომელიც შემოქმედებითობისთვის ამდენ შესაძლებლობებს იძლევა. ახალი პედაგოგიური ხერხები, ბავშვებთან მიდგომა, სწავლების მეთოდები - ეს ყველაფერი ქმნის მასწავლებლის გონებას ერთადერთი მიზის მისაღწევად - ასწავლოს. 

შემოქმედება და სიამოვნება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რაც უფრო მეტად ვართ შემოქმედებით დაკავებული, მით უფრო ბედნიერად ვგრძნობთ თავს და პირიქით: რაც უფრო ბედნიერები ვართ, მით უფრო მძაფრია შემოქმედების სურვილი. ამიტომ ახალი კონსპექტის შედგენა, არასტანდარტული გადაწყვეტილების ძიება, როგორ დააინტერესო მოსწავლეები საგნითა თუ ახალი თემით, მასწავლებელს არა მხოლოდ დაღლას, არამედ სამსახურისგან სიამოვნებას მატებს.

მიზეზი N5. მოვლილი გარეგნობა

მასწავლებელი სამაგალითოა, ამიტომ პედაგოგები საკუთარ იერსახეს დიდ ყურადღებას აქცევენ. კარგად მოვლილი,  წარმოსადეგი, საქმიანი დრეს-კოდი - ეს არის ის რაც მასწავლებელს გამოარჩევს. თავის მოვლისა ჩვევა პედაგოგებს სკოლაში მუშაობის დასრულების შემდეგაც მიჰყვებათ და ნებისმიერ ასაკში მომხიბვლელად გამოიყურებიან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება