სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა და ზამთრის ბანაკის საგზური მოიპოვა
24-01-2019
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლემ ამირან მაჭარაშვილმა შემოდგომის სეზონის „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა.

სკოლის აღსაზრდელმა სამივე ტური წარმატებით გაიარა და დიპლომი და წყალტუბოში ზამთრის ოთხდღიანი ბანაკის საგზური მოიპოვა.

სკოლის აღსაზრდელი წყალტუბოში 20 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბანაკში ცხოვრება ამირანისთვის ძალიან საინტერესო და სასწავლო აქტივობებით დატვირთული იყო.

„მოსწავლეები მონაწილეობდნენ ჯგუფებში, სხვადასხვა აქტივობებში, დგამდნენ ცეკვებს, სპექტაკლებს, ახორციელებდნენ სასწავლო აქტივობებს, ტარდებოდა სასწავლო ტრენინგები. კერძოდ, ამირანის ჯგუფმა ერთჯერადი ჩხირებით, თეფშებითა და ჭიქებით ფაროსანას დასაჭერი მოწყობილობა შექმნა. ამირანისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო ეს დღეები, ბანაკის ცხოვრება, ჩატარებული ტრენინგები, იქ გაცნობილი მეგობრები, რომლებთან ურთიერთობას აგრძელებს. ბანაკში აქტიური ჩართულობისათვის იგი კვლავ დაჯილდოვდა დიპლომებით და სერთიფიკატით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ამირან მაჭარაშვილის დამრიგებელი ლეილა მჭედლიძეა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება