სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალშიც ვიყოთ პირველები“- შუახევმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
23-01-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ხიჭაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „შუახევის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი დავითაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩემპიონატი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას:

„ეტალონი“ არის ცოდნის გაღრმავებისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის უპირობო საშუალება. ჩვენ პროექტის დიდი გულშემატკივრები ვართ და ვისურვებთ, რომ მალე ვიხილოთ ის სატელევიზიო სივრცეში“.

რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ გოგრაჭაძემ გასული წლის „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ მაგალითზე აღნიშნა, რომ ამ პროექტში ჩართულობა მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებებს და გამოთქვა სურვილი, რომ პროექტმა კიდევ დიდხანს გააგრძელოს საქმიანობა:

„მომავალი თაობის განათლებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ მოსწავლეებს წიგნიერებისკენ, მეტი განათლებისა და აქტიურობისკენ მომართავს. ჩვენ გვყავდა ჩემპიონატში გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მათი მომავალი წარმატების საწინდარი „ეტალონი“ გახდა. ამდენად, პროექტი ჩვენს განათლებულ ახალგაზრდობას სჭირდება და კიდევ დიდხანს უნდა განაგრძოს მოღვაწეობა".

შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატსა და მის ავტორს საქვეყნო საქმის მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და „შუახევის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატება მიულოცა:

„ძალიან წარმატებულად ჩატარდა შუახევში „ეტალონი“ და ვფიქრობ, ღირსეული გამარჯვებულიც გამოვლინდა. რენა ძალიან ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეა და მჯერა, დიდ წარმატებას მიაღწევს. მადლობას ვუხდი „ეტალონსა“ და ბატონ გოჩას გაწეული შრომისთვის და მიმაჩნია, რომ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის". 

შუახევის საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია გოგაძემ მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სკოლის ბავშვები ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან „ეტალონისთვის“, დღეს კი რენას გამარჯვებას და სიხარულს ყველა იზიარებს:

„ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლე ძალიან აქტიურად არის ჩართული „ეტალონში“და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალშიც პირველები ვიყოთ როგორც ჩემპიონატში, ისე izrune.ge-შიც. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვიტყოდი, რომ წლევანდელი წელი საუკეთესოდ დაიწყო ჩვენი სკოლისთვის. იმედია, რომ გამარჯვება ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს მოსწავლეებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ავტორს, რადგან „ეტალონი“ არის ნამდვილად ეროვნული, მამულიშვილური პროექტი და ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ინტელექტუალური თვალსაზრისით, ძალიან დიდი ხელშეწყობაა“.

„შუახევის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი შუახევის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე რენა თავდგირიძემ მოიპოვა. ის პედაგოგებისა და მეგობრების დახასიათებით, ძალიან აქტიური მოსწავლეა და ხშირად ინოვაციური იდეებით გამოირჩევა:

„საერთოდ არ ველოდი ამ წარმატებას. დღეს ჩემპიონატზე წამოსვლაც არ მინდოდა, ვნერვიულობდი, იმედები არ გამეცრუებინა სკოლისთვის. თუმცა, რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ. დღეიდან, ალბათ, უფრო მეტად შევეცდები განათლების მიღებას, მეტად მოვკიდებ წიგნს ხელს და ნაკლებ დროს დავუთმობ სოციალურ ქსელებს. ყველას ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას და ვურჩევ მათ, იყვნენ მეტად თავდაჯერებულნი“. 
 
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

რეგისტრაცია 30 აპრილს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

შეფასების კრიტერიუმები ცნობილია - რა მინიმალური ქულა გჭირდებათ დაფინანსების მისაღებად

ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის 923 შემთხვევა დაფიქსირდა - 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1560 შემთხვევა აღირიცხა

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო

 

ქიმიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა დაბინძურებული ჰაერის გამწმენდი აპარატის ორი მოდელი

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნამუშევრები
 

პროექტ-გაკვეთილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ბერულავა

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება