სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველი მასწავლებელები საგაკვეთილო გეგმის მომზადებას Microsoft-ის დახმარებით შეძლებენ
23-01-2019
-
+


ქართველი მასწავლებლები თავად შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ. 

ამის შესახებ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტმა, სანდრო ასათიანმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები პედაგოგისთვის და მოსწავლისთვის იქნება დამხმარე საშუალება უნარების განსავითარებლად. სასწავლო პროცესში კი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით. 

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამის მიზანი ის არის, რომ ერთის მხრივ მასწავლებლებმა თვითონ საგაკვეთილო პროცესის მომზადებისას გამოიყენონ ტექნოლოგიები იმისთვის, რომ თავიანთი ნამუშევარი ჰქონდეთ კომპიუტერში და ამის გაზიარება თავისი სხვა კოლეგებისთვისაც შეძლონ.  

აქამდე, როცა ქაღალდზე მუშაობდა მასწავლებელი, ძალიან ძნელი იყო გამოცდილების გაზიარება. ასეთ შემთხვევაში კი როცა მასწავლებელები საგაკვეთილო გეგმას Microsoft-ის დახმარებით მოამზადებენ, მარტივი იქნება გამოცდილების გაზიარებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტექნოლოგიები  არ არის თვითმიზანი, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც რაღაც მიზნებს აადვილებს. ის, რაც გავაკეთეთ ერთ სკოლაში აქამდე, მარტიდან განხორცილდება 50 სკოლაში, სექტემბრიდან კი - 100 სკოლაში.

Microsoft-ის დახმარებით, მასწავლებლები ახორციელებენ „skype გაკვეთილებს“ - ამ სისტემაში მასწავლებლები  მთელი მსოფლიოდან  ერთვებიან და ისინი აცხადებენ, რომ შეუძლიათ ჩაატარონ გაკვეთილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ და თქვენს მოსწავლეებს მოუყვნენ ამის შესახებ. ჩვენც გვყავს ასეთი მასწავლებლები, რომლებიც უცხოელ კოლეგებს უტარებენ გაკვეთილებს, ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი იყო კახეთის რეგიონიდან, რომელმაც მუზეუმიდან ჩაატარა გაკვეთილი და რომელსაც უცხოელი მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ ვირტუალურად. 

იგივე გამოცდილებაა, როცა უცხოელი პედაგოგები ქართველ ბავშვებს უტარებენ გაკვეთილებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, საზღვრები გავარღვიოთ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი ელემენტარულის მიწოდება, როგორიცაა ინტერნეტი და კომპიუტერი, რათა მასწავლებელს შესაძლებლობა ჰქონდეს თავისი პოტენციალი არა მხოლოდ ერთი კლასის სივრცეში გამოიყენოს, არამედ სხვებსაც დაანახოს“, - განაცხადა ასათიანმა.

პრეზენტაციაზე ასევე, ისაუბრეს ვირტუალურ ბიბლიოთეკაზე, რომელზეც თავს მოიყრის საგანმანათლებლო რესურსები და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ასათიანის განმარტებით, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად იგეგმება არსებული ელექტრონული რესურსების, მათ შორის, ვებგვერდ El.ge-ის განვითარება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პორტალზე თავს მოიყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები: ელექტრონული წიგნები, ვიდეო და ფოტო მასალა, ნოტები და სხვადასხვა სახის გრაფიკული გამოსახულებები. 

„არის რამდენიმე ახალი ინიციატივა, რომელიც დღესვე შეუძლია ყველა სკოლას გამოიყენოს, რადგან ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ხდება ამის გავრცელება. პირველი ეს არის პორტალი eL.ge. განათლების სამინისტროს ინიციატივით, მოხდა საგანმანათლებლო რესურსების ერთ ადგილას თავმოყრა და მისი კატალოგიზაცია. ეს არის ვირტუალური ბიბლიოთეკა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მორგებულია როგორც ტელეფონზე, ისე კომპიუტერზე“, - განაცხადა სანდრო ასათიანმა.

რაც შეეხება მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განსახორციელებელ 5 პროექტს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: 

  • კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება
  • მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი
  • ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა;
  • ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა 
  • ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში მონაწილეობის შესაძლებლობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება
ასევე იხილეთ:  სასწავლო პროცესში „სთრიმინგ გაკვეთილები“ დაინერგება - ინოვაციური პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება