სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლაში არდადეგების შემდეგ: როგორ დავიცვათ ბავშვი გაციებისა და გრიპისგან
27-01-2019
-
+


ზამთრის არდადეგები დამთავრდა, ბავშვები ისევ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს დაუბრუნდნენ. ვირუსების გავრცელების პერიოდში მშობლები ღელავენ: როგორ დაიცვან ბავშვი გაციებისა და გრიპისგან. 

გთავაზობთ 9 ხერხს, რომელიც ბავშვის ვირუსებისგან დაცვაში დაგეხმარებათ. 

დილით - მუსიკა და ცეკვა


დილით, სისხლი სქელდება, სისხლძარღვებში უფრო ნელა მოძრაობს და მიკრობების აქტივიზაციისთვის სამოთხეს წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რასაც ჰქვია, სისხლი ავამოძრაოთ. ამისთვის კი დილის გამამხნევებელი ვარჯიშები საუკეთესოა.

თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, უბრალოდ მუსიკა ჩართეთ და რამდენიმე წუთი იცეკვეთ.


ჭიქა წყალი და საუზმე

კბილების გახეხვის შემდეგ მოსწავლეს თაფლიანი (იგი შეიცავს დიდი რაოდენობის ფლავონოიდებს, რომლებსაც ვირუსის მოგერიება შეუძლიათ) და ლიმნიანი წყალი მიეცით. შემდეგ კი საუზმე - მარცვლეული რძით, შვრია, ხაჭო კენკრით ან სახლში მომზადებული ჯემით.

სკოლამდე - კოჭის ჩაი


საუზმის შემდეგ ბავშვს მოუმზადეთ მწვანე ჩაი კოჭით (1/2 ჩ. კ. ერთ ჭიქა ჩაიზე). კოჭას შემადგენლობაში В, С ჯგუფის ვიტამინები და რეტინოლი შედის, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. ჩაი შეგიძლიათ ბავშვს თერმოსში ჩავუსხათ, რომ გზაში დალიოს.

შუადღისას - იოგურტი

ბავშვის სადილის ყუთში იოგურტი ჩადეთ. ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიები კუჭნაწლავის მიკროფლორას ააქტიურებს. იმუნიტეტი ნაწლავებში ცხოვრობს. ნაწლავის ბაქტერიები ჯანმრთელობას იცავს და ვირუსებისა და ბაქტერიების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

ყოველ საათში სასურველია ცხვირის დატენიანება


თბილი ჰაერი და დახურული ოთახი ყველაზე სასურველი გარემოა მიკრობებისთვის. ამასთან  ცხვირის ღრუს ლორწოვანა შრება, რაც ნიშნავს, რომ როგორც მიკრობებისგან დამცავი ცუდად ფუნქციონირებს.

შენობას ვანიავებთ, ცხვირს კი ვიტენიანებთ: შესაძლებელია გამოვიყენოთ აფთიაქის ხსნარები ან 100 მლ თბილ წყალში ¼ ჩაი კოვზი მარილი და 4 წვეთი ევკალიპტის ზეთი გავხსნათ, ეს ყველაფერი პიპეტიან სუფთა ბოთლში ჩავასხათ და იმისთვის რომ მოსწავლეს ცხვირში ჩაწვეთება არ დაავიწყდეს, ტელეფონზე „შეხსენება“ დაუყენეთ.

ცხვირში ოქსიოლინის მალამოს ვისვამთ

სახლიდან გასვლის წინ, განსაკუთრებით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ, ბავშვს ცხვირის ნესტოებში შიგნიდან ოქსიოლინის მალამო (იგი მიკრობებს მოაგროვებს და ორგანიზმში არ და დაიტანს) წაუსვით, მაგრამ მოსწავლე გააფრთხილეთ, სკოლაში მისვლისთანავე ცხვირი სველი სალფეთკით გამოიწმინდოს ან უკეთესია მალამო გამოიბანოს. 

საღამოს სუფთა ჰაერზე სირბილი


სუფთა ჰაერზე სირბილი სისხლძარღვების ტონუსს ზრდის და აუმჯობესებს სასუნთქი ორგანოების მუშაობას.

5 მანდარინი დღეში

ვირუსები მჟავე გარემოში იღუპებიან, ციტრუსების მჟავები კი შესანიშნავად „გაასუფთავებენ“ ორგანიზმს მიკრობების შემოტევისგან.

ასკორბინის მჟავა, რომელიც უხვად არის მანდარინში, ფორთოხალსა და ლიმონში ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას - რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს.

ძილი ყველაფრის თავია


იმუნიტეტი პირდაპირ არის დამოკიდებული ჯანსაღ ძილზე, გამოუძინებლობა კი ორგანიზმის დამცავ ძალებს ასუსტებს. სრულფასოვანი ძილის დროს - 9-10 საათის მანძილზე - ჰორმონი მელატონინი გამომუშავდება, რომელიც მოქმედებს, როგორც იმუნოსტიმულატორი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება