სიახლეები
საინტერესო

7 თამაში, რომლებიც ბავშვობაში დაგვაბრუნებს
17-01-2019
-
+


ჩვენი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონება ალბათ ბავშვობას უკავშირდება, იმ უდარდელ და სანატრელ ხანას, რომელიც არასდროს დაბრუნდება. ბავშვობის ყველაზე ნათელი წერტილი კი ის თამაშები და გართობა იყო, რომელიც მუდამ თან გვსდევს, მიუხედავად იმისა, გავიზარდეთ თუ არა. 

ეპოქები ერთმანეთისგან განსხვავდება და თუ ადრე ლახტითა და ფურცლებით ვთამაშობდით, ახლა ბავშვების საყვარელი საქმიანობა მოხერხებულად ჯდომა და კომპიუტერული თამაშებია. 

etaloni.ge
შეეცადა იმ თამაშებისთვის მოეყარა თავი, რომელიც ჩვენს ბავშვობასთან ასოცირდება და რომლის გარეშეც ერთ დროს ცხოვრება არ შეგვეძლო. 

„ქალაქობანა“ - ეს ის სამაგიდო თამაშია, რომელიც ალბათ ყველა დროს იქნება აქტუალური, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ შუქი ჩაქრება. გარდა გართობისა, ეს თამაში სხვა მხრივაც იყო სასარგებლო - შეგეძლო ბევრ ადამიანთან ერთად გეთამაშა, გონებას, აზროვნებას და სისხარტეს ავარჯიშებდა და გეოგრაფიის ცოდნასაც აღრმავებდა. ეს თამაში დღესაც პოპულარულია, თუმცა ფურცლების მაგივრად ზეპირად თამაშობენ და ორიგინალისგან განსხვავებით სხვადასხვა პუნქტსაც ამატებენ.


 
„გემობანა“ - მეორე სამაგიდო თამაში, რომლის დროსაც თავი ძლიერი და მდიდარი სამხედრო ფლოტის კაპიტნად წარმოგვედგინა. მერე რა, რომ ჩვენი გემები და ჯარისკაცები წარმოსახვითი იყო, მოწინააღმდეგის დაცემა და შეძახილი „მომხვდა“ იმდენად გვანიჭებდა სიამოვნებას, რომ ვათენ-ვაღამებდით „გემობანას“ თამაშში.



„ტუალეტობანა“ - თუ ჩემსავით არ იცოდით ჯოკერის, ბურას, დურაკას თამაში, მაშინ „ტუალეტობანა“ თქვენთვისაც ის Jenga (ამერიკული თამაში, რომლის მიზანია აშენებული კოშკისთვის ბლოკების ისე გამოცლა, რომ კოშკი არ ჩამოინგრეს) იქნებოდა, რომელსაც ბანქოთი ითამაშებდით. დღესაც კი, თუ ნოსტალგია შემოგვაწვება და ბანქოთი უბრალოდ გართობა მოგვინდება, ყოველთვის იქნება „ტუალეტობანა“ იმ თამაშების სიაში, რომლითაც კარგად გავერთობით. 


„წრეში ბურთი“ - და ასევე „ვიბივალკა“, „ჩაჭრობანა“, „შუადგომობა“, „ტყეში ბურთი“ - ყველა ეს დასახელება იმ თამაშს აღწერს, რომლის დროსაც სისწრაფე, მოძრავი ობიექტის მიზანში ამოღება, ბურთის დაჭერა და კიდევ მრავალი სხვა უნარი გჭირდებოდა. „წრეში ბურთი“ ყველაზე მეტად სხეულის მოქნილობასა და სისხარტეს ავითარებდა, ასევე, ერთდროულად რთავდა თამაშში გოგოებს, ბიჭებს, მასწავლებლებსა და დირექტორსაც კი. 


„ვისი სული გსურს?“ - დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, რამდენჯერ გაქანებულხართ მკაცრი და სასტიკი სახით ჯაჭვის გასაწყვეტად, რამდენჯერ დაუჭერიხართ მეტოქეს ან რამდენჯერ ჩასჭიდებიხართ პარტნიორის ხელს, რათა მოწინააღმდეგეს თქვენი კავშირი არ გაეწყვიტა. თამაში 90-იანების წლების „მსუბუქი ფლირტის“ ტოლფასი იყო, რადგან როგორც წესი, სწორედ იმ ადამიანის „სულს“ ირჩევდნენ, ვინც მოსწონდათ ან მის მიმართ გრძნობები ჰქონდათ.


„წითელი, ყვითელი, შავი“ - ბრის თუ მიაუ? გაგახსენდათ, რამდენჯერ გაგილაწუნებიათ ან ლოყაზე გიკოცნიათ, ან სულელური შეკითხვა დაგისვამთ ამ თამაშის დროს პარტნიორისთვის. თამაში, რომელიც სოფლადაც და ქალაქადაც ერთი იყო, დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ნოსტალგიასთან ერთად დავიწყებულ გრძნობებსაც აბრუნებს.



„ამის პატრონმა რა ქნას?“ - და მართლაც, რა უნდა ქნას ამის პატრონმა? დავალებები ხშირად იმდენად თავზარდამცემი იყო, თამაშიდან გასვლას და თავზე ლაფის დასხმასაც კი აიტანდა მოთამაშე, ოღონდ მეზობლის აივანზე არ ამძვრალიყო ან სახურავიდან არ ეყვირა „ვირი ვარ და ვყვირივარ“ სამჯერ. თამაში დღეს იმდენად პოპულარული აღარაა, თუმცა ექსკურსიებზე ან სოფელში, კოცონთან შეიძლება გაგვახსენდეს კიდეც.




კომენტარები


ეტალონი

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გზამკვლევი პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის - რა აკრძალვები მოქმედებს ინფორმაციის დამუშავებისას

ვის შეუძლია ფსიქოსაგანმანათლებლო მომსახურების მიღება და რა შემთხვევაში

თუ ბავშვი სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირეთ - სამინისტრო განმარტავს, როგორ მოიქცეთ

პიროვნება
მომავალში ბევრი რამ შეიცვლება თუმცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირს ვერაფერი ჩაანაცვლებს.      

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

სკოლები
 ნინიგორის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება ჩაატარეს
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებულია

სკოლაში მოეწყო „კინოს დღე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „საოცრება“

ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექცია ამაყობს საგანმანათლებლო პროექტში მიღწეული წარმატებებით
„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო თქვენ ჩვენი საამაყო და ღირსეული მომავალი ხართ!“
 
საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები
საზოგადოება