სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

7 თამაში, რომლებიც ბავშვობაში დაგვაბრუნებს
17-01-2019
-
+


ჩვენი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონება ალბათ ბავშვობას უკავშირდება, იმ უდარდელ და სანატრელ ხანას, რომელიც არასდროს დაბრუნდება. ბავშვობის ყველაზე ნათელი წერტილი კი ის თამაშები და გართობა იყო, რომელიც მუდამ თან გვსდევს, მიუხედავად იმისა, გავიზარდეთ თუ არა. 

ეპოქები ერთმანეთისგან განსხვავდება და თუ ადრე ლახტითა და ფურცლებით ვთამაშობდით, ახლა ბავშვების საყვარელი საქმიანობა მოხერხებულად ჯდომა და კომპიუტერული თამაშებია. 

etaloni.ge
შეეცადა იმ თამაშებისთვის მოეყარა თავი, რომელიც ჩვენს ბავშვობასთან ასოცირდება და რომლის გარეშეც ერთ დროს ცხოვრება არ შეგვეძლო. 

„ქალაქობანა“ - ეს ის სამაგიდო თამაშია, რომელიც ალბათ ყველა დროს იქნება აქტუალური, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ შუქი ჩაქრება. გარდა გართობისა, ეს თამაში სხვა მხრივაც იყო სასარგებლო - შეგეძლო ბევრ ადამიანთან ერთად გეთამაშა, გონებას, აზროვნებას და სისხარტეს ავარჯიშებდა და გეოგრაფიის ცოდნასაც აღრმავებდა. ეს თამაში დღესაც პოპულარულია, თუმცა ფურცლების მაგივრად ზეპირად თამაშობენ და ორიგინალისგან განსხვავებით სხვადასხვა პუნქტსაც ამატებენ.


 
„გემობანა“ - მეორე სამაგიდო თამაში, რომლის დროსაც თავი ძლიერი და მდიდარი სამხედრო ფლოტის კაპიტნად წარმოგვედგინა. მერე რა, რომ ჩვენი გემები და ჯარისკაცები წარმოსახვითი იყო, მოწინააღმდეგის დაცემა და შეძახილი „მომხვდა“ იმდენად გვანიჭებდა სიამოვნებას, რომ ვათენ-ვაღამებდით „გემობანას“ თამაშში.



„ტუალეტობანა“ - თუ ჩემსავით არ იცოდით ჯოკერის, ბურას, დურაკას თამაში, მაშინ „ტუალეტობანა“ თქვენთვისაც ის Jenga (ამერიკული თამაში, რომლის მიზანია აშენებული კოშკისთვის ბლოკების ისე გამოცლა, რომ კოშკი არ ჩამოინგრეს) იქნებოდა, რომელსაც ბანქოთი ითამაშებდით. დღესაც კი, თუ ნოსტალგია შემოგვაწვება და ბანქოთი უბრალოდ გართობა მოგვინდება, ყოველთვის იქნება „ტუალეტობანა“ იმ თამაშების სიაში, რომლითაც კარგად გავერთობით. 


„წრეში ბურთი“ - და ასევე „ვიბივალკა“, „ჩაჭრობანა“, „შუადგომობა“, „ტყეში ბურთი“ - ყველა ეს დასახელება იმ თამაშს აღწერს, რომლის დროსაც სისწრაფე, მოძრავი ობიექტის მიზანში ამოღება, ბურთის დაჭერა და კიდევ მრავალი სხვა უნარი გჭირდებოდა. „წრეში ბურთი“ ყველაზე მეტად სხეულის მოქნილობასა და სისხარტეს ავითარებდა, ასევე, ერთდროულად რთავდა თამაშში გოგოებს, ბიჭებს, მასწავლებლებსა და დირექტორსაც კი. 


„ვისი სული გსურს?“ - დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, რამდენჯერ გაქანებულხართ მკაცრი და სასტიკი სახით ჯაჭვის გასაწყვეტად, რამდენჯერ დაუჭერიხართ მეტოქეს ან რამდენჯერ ჩასჭიდებიხართ პარტნიორის ხელს, რათა მოწინააღმდეგეს თქვენი კავშირი არ გაეწყვიტა. თამაში 90-იანების წლების „მსუბუქი ფლირტის“ ტოლფასი იყო, რადგან როგორც წესი, სწორედ იმ ადამიანის „სულს“ ირჩევდნენ, ვინც მოსწონდათ ან მის მიმართ გრძნობები ჰქონდათ.


„წითელი, ყვითელი, შავი“ - ბრის თუ მიაუ? გაგახსენდათ, რამდენჯერ გაგილაწუნებიათ ან ლოყაზე გიკოცნიათ, ან სულელური შეკითხვა დაგისვამთ ამ თამაშის დროს პარტნიორისთვის. თამაში, რომელიც სოფლადაც და ქალაქადაც ერთი იყო, დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ნოსტალგიასთან ერთად დავიწყებულ გრძნობებსაც აბრუნებს.



„ამის პატრონმა რა ქნას?“ - და მართლაც, რა უნდა ქნას ამის პატრონმა? დავალებები ხშირად იმდენად თავზარდამცემი იყო, თამაშიდან გასვლას და თავზე ლაფის დასხმასაც კი აიტანდა მოთამაშე, ოღონდ მეზობლის აივანზე არ ამძვრალიყო ან სახურავიდან არ ეყვირა „ვირი ვარ და ვყვირივარ“ სამჯერ. თამაში დღეს იმდენად პოპულარული აღარაა, თუმცა ექსკურსიებზე ან სოფელში, კოცონთან შეიძლება გაგვახსენდეს კიდეც.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება