სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების ნაწილში არსებობს“- მიხეილ ბატიაშვილი
16-01-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლების უსაფრთხოება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

მისი თქმით, ამ კუთხით მუშაობა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

„თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავეთ უცხოელ პარტნიორებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ბიუჯეტის გაზრდის მნიშვნელობასაც.

„ჩვენ გავასამმაგეთ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კუთხით, ხელისუფლების სრული მხარდაჭერა გვაქვს, რადგან განათლება ქვეყნის პრიორიტეტია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. სამინისტროს ცნობით, უახლოეს დღეებში, რეფორმის კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას თავად მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გააცნობს. მინისტრის თქმით, ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის 10 პაკეტი ყველა მიმართულებას მოიცავს და მის მიზანს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს თუ რა გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში.

სამინისტროს ცნობით, განათლების ახალი მოდელი მოიცავს როგორც სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, პროფესიულ განათლებას, მეცნიერებას, განათლების კლასტერებს და ა.შ.

„ახალი სკოლის მოდელი გულისხმობს ჩვენი ბავშვების კრიტიკული აზროვნების განვითარებას მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ამას ალტერნატივა არ გააჩნია. რაც შეიძლება მეტ ტექნოლოგიას შევიტანთ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებში და ჩავრთავთ სასწავლო პროცესში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება