სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „მარჯვე ხელები“ განახორციელეს
14-01-2019
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ინა მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით, ერთთვიანი პროექტი „მარჯვე ხელები“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასწავლო საგნების პროგრამაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი, მოსწავლეების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა, მასწავლებლის, მშობლების და ოჯახის სხვა წევრების დახმარებით, სხვადასხვა საგანში (კერძოდ, ქართული, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა) შესწავლილი მასალის, ინტერნეტის, წიგნების და სხვა დამხმარე რესურსის გამოყენებით, ზამთრის თემატიკაზე ხელნაკეთი ნამუშევრები შექმნეს.

„მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. დროში გაწერილი პროექტი მოსწავლეებს დაეხმარა, კარგად გაეაზრებინათ დროის ლიმიტის დაცვის აუცილებლობა. დროდადრო იღებდნენ რეკომენდაციებს ჩემგან. მუდმივად ვკითხულობდი თითოეული მოსწავლის მუშაობის პროცესის მიმდინარეობას. მაღალი იყო მშობლების ჩართულობაც. თვის ბოლოს მოეწყო გამოფენა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა საკუთრი ნამუშევარი. მოსწავლეთა უმრავლესობამ წარმოადგინა ერთზე მეტი ნამუშევარი, რაც იმის დასტურია, რომ პროექტზე მუშაობა მათთვის საინტერესო და სახალისო იყო. 

გამოფენის დროს, თითოეულმა მოსწავლემ დაწვრილებით ისაუბრა საკუთარი ნამუშევრის დამზადების პროცესზე და დამსწრე აუდიტორიას გააცნო დამზადების ინსტრუქცია. გარდა იმისა, რომ ამ პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სააზროვნო, შემოქმედებითი, გარკვეულწილად პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული უნარების განვითარებას, ამავდროულად, სკოლას შესძინა რამდენიმე სასწავლო რესურსიც. მოსწავლეების მიერ დამზადებულ ნამუშევრებში არის ისეთი ნაშრომები, რომლებიც აქტიურად შეიძლება გამოვიყენოთ მათემატიკის გაკვეთილზე, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების შესწავლისას“,-აღნიშნავს კლასის დამრიგებელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება