სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„წინა წლებთან შედარებით, პედაგოგის შრომა დღეს მეტად დაფასებულია“,- დირექტორები მასწავლებლის პროფესიის შესახებ 
08-01-2019
-
+


რამდენად დაფასებულია პედაგოგის საქმიანობა დღეს, გასულ წლებთან შედარებით და რა შედეგი გამოიღო წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა - etaloni.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა.

ახმეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ბოდაველი:

„დღეს, რა თქმა უნდა, მეტად არის დაფასებული პედაგოგი. სახელმწიფოც და სამინისტროც, ყველანაირად, უფრო მეტად უდგას გვერდით. მასწავლებელს აქვს საშუალება, გაიზარდოს და განვითარდეს. ასევე, აიმაღლოს სტატუსი და თავად განაპირობოს მისი უკეთესი მატერიალური მდგომარეობა. ეს ყველაფერი წინსვლის სტიმულს აძლევს თითოეულ მასწავლებელს“.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ მგელაძე:

„თუ ადრეულ პერიოდს შევადარებ, ვიტყოდი, რომ კომუნისტების დროს უფრო დაფასებული იყო პედაგოგი. ადრე მასწავლებელს წონა ჰქონდა საზოგადოებაში, ყველა უფრო მეტად აფასებდა და ყველგან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ხელფასიც ადრე ყველაზე მაღალი ჰქონდა. დღეს ამ სერტიფიკატებს რომ იღებენ ეს კარგია, მაგრამ დღეს მასწავლებელი მხოლოდ სერთიფიკატით ფასდება და დანარჩენს არავინ უყურებს“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ყულუმბეგაშვილი:

„რა თქმა უნდა, ახლა უფრო დაფასებულია, ვიდრე ადრე. ამაზე, რა თქმა უნდა, სტატუსის ამაღლებამაც იმოქმედა და გამოცხადდა წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება. აი, ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობეს ის, რომ დღეს მეტად არის პედაგოგი დაფასებული, ადრინდელთან შედარებით“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა გელაშვილი:

„ვფიქრობ, დაფასებულია იმდენად, რამდენადაც ბოლო პერიოდში ყოველწლიურად ხდება მასწავლებლის კარიერული ზრდა. პედაგოგის ენთუზიაზმსა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული რამდენად აიმაღლებს სტატუსს და გაიზრდება კარიერულად. ცხადია, ეს აისახება მის ფინანსურ მდგომარეობაზეც“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა თეთრუაშვილი:

„ძალიან დიდი ხანია სკოლაში ვარ. წინა წლებთან შედარებით, დღეს მასწავლებელს ეძლევა შანსი მეტად განვითარდეს. თუმცა, თვითონ მასწავლებლის შრომა მაინც არაა ისე დაფასებული, როგორც საჭიროა. ამიტომ არის, რომ დღეს არავის აღარ აქვს სურვილი პედაგოგიურზე ჩააბაროს. პედაგოგს უფლება დღეს საერთოდ აღარ აქვს არაფრის. მასწავლებელი თავად ზრუნავს საკუთარ განათლებაზე, მაგრამ მისი ნაშრომის ანაზღაურებაზე არავინ ზრუნავს“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კოჩალიძე:

„განსხვავება ძალიან დიდია. წინა წლებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურებაა. ეს ყველაფერი კი გარკვეულმა რეფორმებმა განაპირობა“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის დირექტორი რუიზან მარაბდელი: 

„წინა წლებთან შედარებით, მინდა აღვნიშნო, რომ უკეთესი მდგომარეობაა, რაც სამინისტროს მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად განაპირობა“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მათიაშვილი:

„განსხვავება დღევანდელობასა და წინა წლებს შორის ძალიან დიდია. დღეს მასწავლებლებს აქვთ საშუალება აიმაღლონ სტატუსი და იყვნენ მეტად დაფასებულები. სქემაში ყველა მასწავლებელია ჩართული და შეუძლია იყოს წამყვანი ან უფროსი მასწავლებელი ან მენტორი. პედაგოგს აქვს საშუალება იყოს მეტად განვითარებული და მეტად დაფასებულიც ამავდროულად“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ დევაძე:

„პედაგოგის საქმიანობა, ჩემი აზრით, დღეს მეტად არის დაფასებული, ვიდრე, მაგალითად, 10 წლის წინ. ვგულისხმობ იმას, რომ მასწავლებლები ახერხებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია. გახდნენ სერტიფიცირებულნი, რაც ცხადია, განაპირობებს მეტ დაფასებას მშობლისგან, მოსწავლისაგან და ასევე კოლექტივში“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ გელაშვილი:

„დღეს ყველანაირი ხელშეწყობა ხდება. მასწავლებლებსაც აქვთ სურვილი მეტი ტრენინგები იყოს და მეტად განვითარდნენ, რაც განაპირობებს, ცხადია, მათ წინსვლას და არიან დღეს მეტად დაფასებული, ვიდრე წლების წინ“.

თბილისის N209 საჯარო სკოლის დირექტორი ია აბუაშვილი:

„ცხადია, დაფასებულია მეტად. წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა ნამდვილად გაამართლა, რაც დადებითად აისახა, როგორც პედაგოგების პროფესიულ ზრდაზე, ასევე მათ მატერიალურ მდგომარეობაზეც“. 

ქარელი მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი ედილაშვილი:

„38 წელია სკოლაში ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ადრინდელ წლებთან შედარებით, დღეს მეტადაა დაფასებული. ყველა რეფორმის კმაყოფილი პირადად მე და მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი ნამდვილად არ ვართ, მაგრამ რეფორმები უნდა გაგრძელდეს. მასწავლებელთა სერტიფიცირება ძალიან მოქმედებს მასწავლებლის სახელზე. სკოლაში 12 სერტიფიცირებული მასწავლებელი მყავს, რომლებიც დირექტორზე მეტ ხელფასს იღებენ. ეს ნიშნავს, იმას, რომ პედაგოგები ნამდვილად არიან მეტად დაფასებულები“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიკა ღვინიაშვილი:

„პედაგოგი დღეს, წინა წლებთან შედარებით, ნამდვილად მეტად დაფასებულია. თუნდაც, იმიტომ, რომ სქემაში ჩართულობამ აშკარად განასხვავა ანაზღაურებითაც და სტატუსითაც. ვიტყოდი, საზოგადოებაშიც მეტად აფასებენ პედაგოგს დღეს“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ერგემლიძე:

„დღეს პედაგოგის შრომა დაუფასებელი არ რჩება. მას შეუძლია ახალ ეტაპზე გადავიდეს და მიიღოს მეტი ანაზღაურებაც. ამდენად, წინა წლებთან შედარებით, პედაგოგის შრომა დღეს ნამდვილად მეტად დაფასებულია“.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის დირექტორი ოლია ღვინიაშვილი:

„სამინისტროს მიერ გატარებულმა რეფორმებმა, ნამდვილად განაპირობა ის, რომ გასულ წლებთან შედარებით, დღეს პედაგოგი მეტად დაფასებულია. პედაგოგები იცვლიან კატეგორიებს, იმაღლებენ კვალიფიკაციას და ცდილობენ იყვნენ მეტად წარმატებულები“.

შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის N9 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა აჩიძე:

„შეფასებაში ორი კუთხით შეიძლება ვისაუბროთ. ერთი - საზოგადოების მხრიდან და მეორე - სახელმწიფოსგან. სახელმწიფოსგან ნამდვილად იგრძნობა ხელშეწყობა სხვადასხვა რეფორმის სახით. იგრძნობა, რომ სახელმწიფო ნამდვილად ცდილობს პედაგოგობა იყოს პრესტიჟული პროფესია. საზოგადოებას რაც შეეხება - ჩვენ ვერ ვიწონებთ თავს პედაგოგის სტატუსით. და მასწავლებლის იმიჯის შექმნა საზოგადოების თვალშიც, ისევ და ისევ რეფორმების გზით არის შესაძლებელი, რომელიც უნდა იყოს რადიკალური და მყისიერი“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება