სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესი დამტკიცდა
08-01-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, განსაზღვრული პირის გადამზადების წესი და კომპონენტები დამტკიცდა.

წესის მიზანია, უფლებამოსილი პირის გადამზადება, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური. იმ სკოლებში კი სადაც მანდატურია, აღნიშნული პირი მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში დაეხმარება.

სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.

უფლებამოსილი პირის გადამზადება მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულის შესაბამისად განხორციელდება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

  • უფლებამოსილი პირის ძირითადი უფლება-მოვალეობები
  • სკოლაში მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება
  • გადაუდებელ და კრიზისულ სიტუაციებში რეაგირება
  • ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობა
  • ეძალადობაზე სწრაფი და დროული რეაგირება
  • ვძალადობის მსხვერპლი ბავშვის სათანადო დაწესებულებებში გადამისამართება (რეფერირება) 

ასევემ მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირების გადამზადების მიზნით, ტრენერების შერჩევას და მათი გადამზადების პროცედურებში ჩართვას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს:

  • გადასამზადებელი პირების ჯგუფების შედგენას და მათი რეესტრის წარმოებას
  • მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით, უფლებამოსილი პირების გადამზადების პერიოდის განსაზღვრას და სხვა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას

მანდატურის სამსახური ტრენინგის მონაწილეს, ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადასცემს სერტიფიკატს, რომელიც არის უვადო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება