სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვს მისი უსაფრთხოებისთვის - რჩევები მშობლებს
31-01-2019
-
+


ბავშვისთვის ნებისმიერი საფრთხის თავიდან არიდება შეუძლებელიც კი არის, მაგრამ მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მშობელმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. 

გთავაზობთ რამდენიმე ძირითად საკითხს, რაც ბავშვის უსაფრთხოების მიღწევის მიზნით მშობელმა უნდა გაითვალისწინოს. ეს არის ერთი შეხედვით მარტივი, ელემენტარული უსაფრთხოების წესები. მაგრამ მათი გათვალისწინება, სპეციალისტების აზრით, ბევრ პრობლემას აარიდებს თავიდან ბავშვებსა და მშობლებს.

• ესაუბრეთ ბავშვებს ისეთ სიტუაციებზე, რომლებშიც ისინი თავს არაკომფორტულად იგრძნობდნენ და თუ თქვენი საუბარი ბავშვისთვის შიშის მომგვრელი აღმოჩნდება, დეტალურად განიხილეთ ეს სიტუაცია. მაგალითად, განიხილეთ მასთან ერთად, როგორ მოიქცევა, თუ აღმოაჩენს, რომ სუპერმარკეტში დაიკარგა. ეცადეთ, ზედმეტად არ შეაშინოთ და გაუღვივეთ შეგრძნება, რომ ნებისმიერ საშიშროებასთან გამკლავება შეიძლება. 

• დაეხმარეთ ბავშვს დაიმახსოვროს მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაციები. დარწმუნდით, რომ ზეპირად ახსოვთ სახლის ტელეფონისა და მშობლების მობილურის ნომრები. ასწავლეთ სახლის ზუსტი მისამართი და სხვადასხვა დროს გამოკითხეთ ხოლმე. ეს ის მინიმუმია, რაც ბავშვების უსაფრთხოებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ზედმეტად დაშინების გარეშე.

• აუხსენით ბავშვს, რომ მისი უსაფრთხოებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება გიწევთ. ამის გაკეთება მათ ძალიან უყვართ, მაგრამ მაქსიმალურად მოერიდეთ ბავშვის სახელის დაწერას მის ნივთებზე, ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე. უცნობმა ადამიანმა მას შეიძლება პირდაპირ სახელით მიმართოს და ბავშვს მის მიმართ ნდობა გაუჩნდება.

• ასწავლეთ ბავშვს, რომ ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ყურადღების მიღმა დატოვება არ შეიძლება. უთხარით , რომ როდესაც თავს ცუდად იგრძნობს აუცილებლად უნდა უთხრას მასწავლებელს და თანაკლასელის თანხლებით წავიდეს სკოლის ექიმთან.

•  ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ზედმეტი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ხშირი კონტაქტი მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან. იცოდნენ, ვის რა საკითხზე შეიძლება მიმართონ. ძალიან დიდი შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვის პრობლემები „თავისით მოგვარდება“, ისინი უნდა გაკონტროლდეს და გადაწყდეს უმოკლეს ვადაში.

და ბოლოს, სპეციალისტები ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ - მშობელსა და შვილს შორის უნდა იყოს კარგი კონტაქტი, მაშინ უსიამოვნებების მოგვარება შესაძლებელი იქნება მათი აღმოცენებისთანავე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება