სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ვიზუალური აღქმის განვითარება ბავშვებში - სავარჯიშოები etaloni.ge- სგან
04-01-2019
-
+


მნიშვნელოვანია, ბავშვის ვიზუალური აღქმის უნარის განვითარებაზე მისი ადრეული ასაკიდან ვიზრუნოთ. რადგან ეს არის უნარი, რომელიც სასკოლო ასაკში, კითხვისა და წერის უნარის დაუფლებისთვის მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს.

ქვემოთ მოცემული სავარჯიშოები განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და მათი ვიზუალური აღქმის - მხედველობითი ანალიზისა და სინთეზის უნარის განვითარებას ემსახურება. რაც გულისხმობს ფიგურაში ნაწილების გამოყოფას და მათ გაერთიანებას ერთ მთლიანობად.

ჩამოტვირთეთ ქვემოთ მოცემული სურათი. ბავშვთან ერთად გამოჭერით სხვადასხვა ფიგურები, თითოეული მათგანი გაჭერით შუაზე და ნაწილები აურიეთ ერთმანეთში. ამის შემდეგ, სთხოვეთ ბავშვს ფიგურის ერთი ნახევრის მიხედვით, იპოვოს მისი შესაბამისი მეორე ნახევარი. ბავშვმა უნდა შეაერთოს ნაწილები, ისე, რომ გამოვიდეს მთლიანი ფიგურა.  



თუკი ბავშვი ადვილად ართმევს თავს აღნიშნულ დავალებას, შეგიძლიათ გაართულოთ იგი- სთხოვეთ ბავშვს ამჯერად არა გამოჭრილი, არამედ ფურცელზე მოცემული ფიგურის შესაბამისი ნაწილები დააკავშიროს ერთმანეთთან ხაზებით.


ქვემოთ მოცემულ ნახატებზე მოცემულია სხვადასხვა ფიგურები და მათი შესაბამისი ჩრდილები. სავარჯიშოს ეს ნაწილი, შედარებით რთულია. აჩვენეთ ბავშვს ნახატები და სთხოვეთ იპოვოს თითოეული ფიგურის შესაბამისი ჩრდილი. 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება