სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონის'' შესარჩევ ტურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად ჩაერთნენ
09-02-2017
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ააიპ თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება ყველა სკოლაში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

მე-8, მე-9, მე-10 დამე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია აღნიშნავს, რომ ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად ჩაერთნენ:

''საგანმანათლებლო მედია პროექტ ''ეტალონმა'' საკმაოდ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის, რაც მკაფიოდ აისახა მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაფიქსირებული მაღალი აქტივობით. მონაწილეობა მიიღო 486-მა მოსწავლემ, რომელთაგანაც მინიმალური - 50%-იანი ბარიერი გადალახა 234-მა მაღალი ქულებით, რაც შეადგენს დაახლოებით 48%-ს. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, თუ რამდენი მათგანი მიიღებს მეორე ტურში მონაწილეობას. დიდი მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ მედია პროექტი ''ეტალონი'' გაგრძელდება შემდგომ წლებშიც, რაც ძალიან შეუწყობს ხელს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და მათი განათლების მიღებით მოტივირებასა და საერთო ინტელექტის ამაღლებას.'' 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება