| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისში, 31 დეკემბრის ღამეს და 1-ელ იანვარს, შესაძლებელია ითოვოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5; მაღალმთაში ღამით -13, -8°, დღისით -5, 0° .
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი. ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, ზოგან -20°-მდე, დღისით -7, -2°.
თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ღამით -3°, დღისით +3°.
კობი-გუდაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ღამით ღამით -20, -15°, დღისით -8, -3°.
რაც შეეხება 30 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში ღამით -1, +4°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში ღამით -6, -1°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -11 , -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.
თბილისში - დროგამოშვებით ნავარაუდევია ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ჰაერის ტემპერატურა იქნება: ღამით -3°, დღისით +6°.
კობი-გუდაური - დროგამოშვებით შესაძლოა ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ღამით ღამით -20, -15°, დღისით -6, -1°.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ