სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვიდეორგოლების კონკურსში ნაბაკევის საჯარო სკოლამ პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა
28-12-2018
-
+


საზოგადოებრივი პროკურატურის მიერ გამოცხადებულ ვიდეორგოლების კონკურსში „არა ბულინგს და არა იარაღს“, ხონის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებს შორის დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა ნაბაკევის საჯარო სკოლა.

სამტრედიაში დაჯილდოვების შემდეგ მოსწავლეები და ვიდეორგოლის ხელმძღვანელი მარი ყენია თბილისში გაემგზავრნენ, სადაც მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სკოლის დირექციის ცნობით, ასე ბედნიერად და მხიარულად გააცილა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის  საჯარო სკოლამ 2018 წელი და დიდი იმედებით ეგებება დამდეგ 2019 წელს. 

„ყველას გილოცავთ ქართველებისათვის უსაყვარლესი ადამიანის, ნოდარ დუმბაძე სიტყვებით, რადგან ამაზე უკეთესს ჩვენ ვერაფერს გისურვებდით: 

ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური.

მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კერია – ფრინველით და გული – სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს. რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს! მიიღე მამულო ჩემგან ეს ლოცვა!“,-ნთქვამია ნაბაკევის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

როდესაც სწორად შერჩეული თანამედროვე ტექნოლოგიები, სკოლა და ოჯახური მზრუნველობა ერთიანდება, წარმატება გარდაუვალია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება