სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლადო აფხაზავას პრემიერ მინისტრმა მიღწეული წარმატებები მიულოცა
28-12-2018
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს" 50 საუკეთესო პრეტენდენტს შორის დასახელებულ ქართველ მასწავლებელ ლადო აფხაზავას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს წარმატება მიულოცა და  აღნიშნა, რომ ინდივიდუალური მიღწევები, მომდევნო წლების განმავლობაში, განათლების სექტორის სისტემურ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

პრემიერმა ყურადღება განათლების სისტემის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმების გეგმა გრძელვადიანია, თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა, მომავალი წელი კი, კიდევ უფრო წარმატებული იქნება; აღინიშნა, რომ სამომავლო გეგმები საზოგადოებას 2019 წლის დასაწყისში წარედგინება. ხოლო განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი და უპირობო პრიორიტეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ განათლება საქართველოს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს და რეფორმამ ისეთი ადამიანური კაპიტალის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შეიყვანს.

შეხვედრის შემდგომ განათლების მინისტრის მიხელ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის საუკეთესო ნიმუში, იმისა თუ რისკენ მიისწრაფიან და რა შედეგის მიღება სურს სამინისტროს იმ რეფორმებით რომლის განხორციელებასაც გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პედაგოგი მოხვდა „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 50 საუკეთესო პედაგოგს შორის. ეს მართლაც საუკეთესო ნიმუშია პედაგოგებისთვის. ეს არის ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ბავშვების ჩართულობა მეტი ანალიტიკური უნარების განვითარება, მეტი აქტიურობა სხვადსხვა პროექტებში დაა ვფიქრობთ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში საქართველოს რეგიონში.  

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერ მინისტრთან. ასეთ სკოლებს ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ და არამარტო ამ სკოლებს არამედ, მთელი საქართველოს სკოლებს, რათა მივიღოთ ანალოგიური სკოლები და რაც ყველაზე მთავარია ეს ორიენტირებული იქნება ჩვენი ბავშვების განვითარებაზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

როგორც ლადო აფხაზავამ განაცხადა, შეხვედრაზე „ჩვენ ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე, რომელიც უკვე დაანონსდა. ძალიან გვიხარია განათლების მესვეურებს, ის რომ საქართველოში ძალიან მასშტაბურ პროექტზეა მუშაობა და ამას მხარს ტავად პრემიერ მინისტრიც უჭერს“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" (The Global Teacher Prize)  ფინალშია. კონკურსი ხაზს უსვამს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას, იმ ფაქტს, რომ მათი საქმიანობა და ძალისხმევა აღიარებას იმსახურებს. 2017 წელს ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება