სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტორიზაციის მისაღებად?!
28-12-2018
-
+


2019 წლის პირველი აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეტაპობრივი ავტორიზაცია უნდა უზრუნველყოს.

დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოხდება, ხოლო დაწესებულების ავტორიზაციას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განახოცრიელებს.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის გავლა დაწესებულებისთვის უფასო იქნება და 4 წლის ვადით განისაზღვრება. 

Etaloni.ge გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ ადრეული სკოლამდე აღზრდის დაწესებულებებმა იმისთვის, რომ ავტორიზაცია მოიპოვონ. 

ავტორიზაციის მაძიებელი იურიდიული პირი/ავტორიზებული დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს, თუ:

ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა  და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, შესაბამისად;

ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა-ნაგებობის მოწყობა შეესაბამება  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

გ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

დ) დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

ე) დაწესებულებაში  ადამიანური  რესურსის  კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და სხვა პერსონალისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს. 

დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებას ან შეწყვეტას.


იხილეთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაცია სავალდებულო გახდა - იხილეთ ვადები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება