სიახლეები
საინტერესო

როგორი იქნება 2019 წელი მასწავლებლებისთვის - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
26-12-2018
-
+


2019 წელს მასწავლებლებისთვის მთავარი წარმატების მომტანი ოპტიმიზმი იქნება – ამბობს ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი, რომელიც თვლის, რომ მასწავლებელი, რომელიც ამ წელს მოსწავლეებს პესიმისტურ ბუნებას დაანახებს, მოსწავლეებს დათვურ სამსახურს გაუწევს, რადგან ეს პესიმისტური ბუნება მოსწავლეებსაც გადაეცემათ. 

ამის გარდა,  პესიმისტური მასწავლებლის მოსწავლეები, ყველაზე ცუდად იმეცადინებენ და შედეგებიც შესაბამისი ექნებათ. ასევე, ასტროლოგი ურჩევს ყველა მასწავლებელს მოერიდონ კრიტიკულობას და ამით მოსწავლეების  დაკომპლექსებას არ შეუწყონ ხელი.

დავით ბუტიკაშვილმა etaloni.ge-ს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ურთიერთობაში.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მასწავლებლებმა 2019 წელს უნდა გაითვალისწინონ, რომ მოსწავლეები მათ აღიქვამენ არამარტო როგორც მასწავლებელს, არამედ როგორც მოძღვარს და გურუს. ამიტომ, უნდა ეცადონ, საგნების გარდა, ცხოვრების სხვა სფეროებშიც მისცენ გარკვეული რჩევები. ამით ვერძი მასწავლებლები გაიმყარებენ თავიანთ პოზიციას და ავტორიტეტს მოსწავლეებთან, რადგან მოსწავლეები ქვეცნობიერად განეწყობიან, მიიღონ მათგან არა მარტო ცოდნა, არამედ ცხოვრებისეული რჩევებიც.

კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მასწავლებლებმა 2019 წელს უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ფსიქოლოგიური გავლენა მოსწავლეებზე იქნება ძლიერი. შეიძლება ითქვას, რომ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მასწავლებელი ფსიქოლოგიურად იმოქმედებს მოსწავლეზე მაშინაც კი, როდესაც ის ჩუმად იქნება და მოუსმენს მოსწავლეს. ამიტომ, კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მასწავლებელმა, პირველ რიგში, უნდა ისწავლოს მოსწავლეების მოსმენა და გაცილებით უფრო მეტი ეცოდინება მათ შესახებ. ასეთ შემთხვევაში, წელს მოსწავლეები განწყობილნი იქნებიან მაქსიმალური გულახდილობისაკენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მასწავლებლის წინაშე.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა მასწავლებლებმა, 2019 წელს სასურველია,  თავი წარმოიდგინონ მოსწავლეების თანატოლად, ანუ  ეცადონ ასაკობრივი სხვაობა არ აგრძნობინონ და მათ მიმართ პარტნიორული პოზიცია დაიკაონ. მაგალითად, მათემატიკის ამოცანის ამოხსნისას, დაეხმაროს, ხელი შეუწყოს ბავშვს. ამ დახმარებით და ხელშეწყობით, მოსწავლეები ეცდებიან, კიდევ უფრო უკეთესად წარსდგნენ მის წინაშე. შესაბამისად, ტყუპი მასწავლებლის ავტორიტეტი მოსწავლეების თვალში გაიზრდება.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მასწავლებლები 2019 წელს ძალიან დაკვირვებულები იქნებიან და ადვილად აღმოაჩენენ ისეთ დეტალებს, რაც ამა თუ იმ მოსწავლეს ხელს უშლის ცოდნის წარმატებით ათვისებაში. ამიტომ, მათი რჩევები მეცადინეობის ორგანიზებაში კონკრეტული მოსწავლეების მიმართ, ამ მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება. კირჩხიბი მასწავლებელი თავისი ინტუიციის წყალობით ადვილად მიხვდება, თუ როგორ უნდა მოახდინოს ამა თუ იმ მოსწავლემ საკუთარი სწავლის პროცესის ორგანიზება, რომ უფრო კარგად აითვისოს მასალა. გარდა ამისა, კირჩხიბ მასწავლებლებს წელს საშუალება ექნებათ, თავიანთი პროფესიონალიზმი ბრწყინვალედ გამოავლინონ.

ლომი მასწავლებლებისთვის 2019 წელი კარიერული წინსვლის პერიოდი იქნება და, ასევე, გაიზრდება მათი ავტორიტეტიც მოსწავლეების თვალში. ერთადერთი, ვურჩევ, მეტი მხიარულება შეიტანონ კლასში და ეცადონ, მოსწავლეებს ოპტიმიზმი გაუღვიძონ. ამ წელს ლომ მასწავლებლებზე იქნება დამოკიდებული ასევე, მოსწავლეების შინაგანი ფილოსოფიის ჩამოყალიბება. შესაბამისად, მთავარია, მეტი ოპტიმიზმი და სწორი მორალური პრინციპები  გადასცენ ბავშვებს.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მასწავლებლებს ვურჩევ, არ აჰყვნენ თავიანთ ემოციებს, რადგან ემოციების აყოლამ, მოსალოდნელია, დაძაბულობა შეიტანოს მოსწავლეებთან ურთიერთობებში და ამან სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ თავად მასწავლებელსაც. 2019 წელს ხშირად იქნება ისეთი სიტუაციები, რაც ემოციურ გავლენას მოახდენს გარემოებებზე, მაგრამ სწორედ ასეთი რეაქცია იქნება მათი მხრიდან სერიოზული შეცდომა. ასე რომ, ქალწული მასწავლებლებისათვის 2019 წელი მარტივი არ იქნება, რადგან ისინი იძულებულნი იქნებიან, მოთოკონ საკუთარი ემოციები.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მასწავლებლებისათვის 2019 წელი კარგია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება მათ თავადაც მოუწიოთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, გარკვეული ცოდნის ათვისება, სხვა საგნების სწავლებით დაკავდნენ და ა. შ. ნებისმიერი სიახლე, მათ პროფესიულ და კარიერულ წინსვლაზე მოახდენს დადებით გავლენას. ეს მთლიანად კარგი წელია სასწორი მასწავლებლებისათვის.

მორიელის ზოდიაქოს ნიშნის მქონე მასწავლებლებს 2019 წელს საშუალება ექნებათ, თავიანთი ფინანსური შემოსავლები გაზარდონ, რადგან  ყველა ცვლილება თუ სიახლე, რაც კი მოხდება, მათ შრომას უფრო შედეგიანს გახდის. რაც შეეხება მათ მოსწავლეებთან ურთიერთობებს, მთავარია, მოსწავლეებს დაანახონ იმ ცოდნის გამოყენების პერსპექტივა, რაც მათი დახმარებით მიიღეს. ამით გაიზრდება მათი ავტორიტეტი მოსწავლეების თვალში.

მშვილდოსანი 2019 წელს ცენტრალური ზოდიაქოა და, შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსანი მასწავლებლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ის ყველაფერი, რაც ამ წელს მოხდება, მათი წარმატებების სივრცეს გააფართოვებს, ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. მათი ავტორიტეტი ნებისმიერ ვარიანტში გაიზრდება მოსწავლეების თვალში. მთავარია, მშვილდოსნები მოერიდონ თავიანთი მოსწავლეების დამოუკიდებლობის ხარისხის გადაჭარბებულად შეზღუდვას. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.

თხის რქის ზოდიაქოთი დაბადებული მასწავლებლებისთვის 2019 წელი საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ, რომ მათ მოუწევთ დისკომფორტულ პირობებში მუშაობა. მოსწავლეებისგან დიდი წინააღმდეგობა ექნებათ და, ერთი და იმავე მასალის ახსნა, შეიძლება, რამდენჯერმე მოუწიოთ. ასეთი წელია, თორემ ეს არც მოსწავლეების ბრალი იქნება და არც – მასწავლებლის. ერთი ახსნით, შეიძლება მოსწავლეებს ბევრი ვერაფერი გააგებინოს. ამიტომ, თუ გარემოებები მოითხოვს, არ დაიზარონ და რამდენჯერმე აუხსნან მოსწავლეებს ერთი და იგივე გაკვეთილი.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა მასწავლებლებმა, უმჯობესია, მოსწავლეებთან დაიჭირონ მეგობრული და უშუალო პოზიცია. ეს მოსწავლეებს განაწყობს იმისკენ, რომ ამ მასწავლებლების საგნები უკეთესად ისწავლონ და ასევე, გაიზარდოს თავად იმ მასწავლებლის ავტორიტეტი მათ თვალში. გარდა ამისა, 2019 წელს, მერწყული მასწავლებლების ინტუიცია ძლიერი იქნება და მას შეეძლება ამა თუ იმ მოსწავლის პერსპექტივა ინტუიციით შეიგრძნოს. მათი ეს რჩევები კი მოსწავლეებისთვისაც მეტად სასარგებლო იქნება.

თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მასწავლებლებისათვის 2019 წელი არცთუ წარმატებული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ზოდიაქოს ნიშნის მასწავლებლებისაგან განსხვავებით, მეტი შრომა მოუწევთ. არ არის გამორიცხული, მათ კიდევ ახალი დატვირთვა დაემატოთ, მაგრამ, თუ ამ ახალ დატვირთვას სწავლის სფეროში ისინი თავს გაართმევენ, ეს მომავალი წლისათვის დადებითად აისახება მათ კარიერაზე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება