სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგანგებო გაფრთხილება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით!
26-12-2018
-
+


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან საახალწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების წესები დამატებით მკაცრდება.

აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ირაკლი ჯანგებაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწმდება ის ობიექტები, სადაც მასობრივი ღონისძიებები იმართება. ძირითადი აქცენტი კი  საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე კეთდება, სადაც, წლის ბოლოს, საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება.

როგორც ირაკლი ჯანგებაშვილმა აღნიშნა ყველა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელია ინფორმირებული, რომ პიროტექნიკის შენობა-ნაგებობებში გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

მან ასევე  მშობლებს მოუწოდა, საახალწლო დღეებში პიროტენიკის გამოყენებისას პროდუქციაზე დატანილ ინფორმაციას სათანადოდ გაეცნონ და პიროტექნიკურ ნაწარმზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოახდინონ ბავშვების ინფორმირებაც, რაც პიროტექნიკით მოზარდების დაზიანების შემთხვევებს შეამცირებს.

„პიროტექნიკის გასროლისას დაყოვნების დრო 2 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. მისივე თქმით, გასროლიდან დაყოვნების დრო 10 წამზე მეტს თუ აჭარბებს, ეს პიროტექნიკურ ნაწარმზე განთავსებულ წარწერაზე აუცილებლად აღნიშნული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ამ ნაწარმის დათვალიერებას იწყებს, რა დროსაც ხშირ შემთხვევაში, გასროლა ხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ყველა დახლთან მისვლა და თითოეული პიროტექნიკის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივესალმები საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივას, რომლიც უკვე კანონად იქცა და რომლითაც პიროქტნიკის მცირეწლოვან ბავშვებზე მიყიდვა იკრძალება. ეს ქმედება ჯარიმით ისჯება. ეს პრევენციაა. რეალიზატორი პასუხისმგებელია მოახდინოს პიროტექნიკის გადარჩევა. ვიცით, რომ პიროტექნიკა უცხოეთიდან შემოდის. აუცილებელია, კონტროლი განხორციელდეს საბაჟოზე. შემოტანის დროს მოხდეს დოკუმენტაციის შემოწმება, თუ როდის დამზადდა. მასზე უნდა იყოს აღნიშნული შენახვის პირობები. ასევე, ტრანსპორტირების პირობები. დაზიანებული საქონელი კი მოვაჭრემ რეალიზაციაში არ უნდა გაუშვას“, – განაცხადა ჯანგებაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება