სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აკადემიური სასტიპენდიო პროგრამები იტალიაში - განაცხადების მიღება 20 იანვრის შემდეგ დაიწყება
25-12-2018
-
+


განათლების საერთაშორისო ცენტრი და იტალიის საელჩო საქართველოში ერთობლივად აანონსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს იტალიაში.

სასტიპენდიო პროგრამა, იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა და ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით.

თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება, საქართველოს მხრიდან სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და იტალიის მხრიდან - თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ.

სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის და იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ.

საკონკურსო განაცხადების მიღება 2019 წლის 20 იანვრის შემდეგ დაიწყება. ვრცელი ინფორმაცია კონკურსის ვადების, კონკურსში მონაწილეობის პირობების, შეფასების პროცესისა და კრიტერიუმების, წარმოსადგენი დოკუმენტაციისა თუ სხვა საკითხების შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები: სამაგისტრო პროგრამაზე - აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი; ხელოვნება. ხოლო, სადოქტორო პროგრამაზე-პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების შეზღუდვის გარეშე.

შერჩეულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ვადებისა და პირობების შესახებ დაინტერესებულმა პირებმა თავად უნდა მიმართონ პარტნიორ უნივერსიტეტებს:

1. Università degli Studi di Catania/კატანიის უნივერსიტეტი

საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Maria Alessandra RAGUSA (maragusa@dmi.unict.it)

ვებგვერდი https://www.unict.it/

2. Università degli Studi dell’Aquila/ლაკვილას უნივერსიტეტი

საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Ms. Anna Tozzi (anna.tozzi@gmail.com; anna.tozzi@univaq.it)

ვებგვერდი http://www.univaq.it/

3. Università Mediterranea di Reggio Calabria/კალაბრიის უნივერსიტეტი

საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Mr Francesco Carlo Morabito (morabito@unirc.it)

ვებგვერდი http://www.unirc.it/

4. Università degli Studi della Tuscia/ტუსციის უნივერსიტეტი

საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Angella Fattoreti (fattoretti@unitus.it), Nicolo Merendino (merendin@unitus.it)

ვებგვერდი http://www.unitus.it/

5. Università degli Studi del Piemonte Orientale - Amedeo Avogadro/აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტი

საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Laura Dellora (laura.dellora@uniupo.it)

ვებგვერდი https://www.uniupo.it/

6. Universita di Trento/ტრენტოს უნივერსიტეტ

საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Grazia Callovini (grazia.callovini@unitn.it)

ვებგვერდი https://www.unitn.it/

7. L’Università degli Studi di Bari Aldo Moro /ბარის უნივერსიტეტი

საფეხური: MA; PHD, საკონტაქტო პირი: Orsola Castoro (orsola.castoro@uniba.it)

ვებგვერდი https://www.uniba.it/

8. Universita Degli studi “G. d’annunzio” Chieti-Pescara/კიეტის უნივერსიტეტი

საფეხური: MA, საკონტაქტო პირი: Glauco Conte (international@unich.it)

ვებგვერდი https://www.unich.it/


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება - სამინისტრო დეტალებზე

ვის მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილება მინისტრის ბრძანებით - ვადები განსაზღვრულია

ისტორია 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება