სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ დაიხურა თბილისის N89 საბავშვო ბაღი და რა ბედი ელით აღსაზრდელებს?!
24-12-2018
-
+


თბილისის N89 საჯარო ბაღი შენობის ავარიულობის გამო დაიხურა. დაწესებულების დახურვა სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას უკავშირდება. 

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში etaloni.ge-ს განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით შეჩერდება სააღმზრდელო პროცესი, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ერთი თვის ვადაში ალტერნატიული შენობის ნახვას შეძლებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, შენობის ავარიულობის გამო სულ 9 ბაღი დაიხურა.

„თარიღი ზუსტად გაწერილი არ არის. ეს არის პროცესი, ჯერ ფართი უნდა მოიძებნოს, შემდგომ უნდა მოეწყოს. თუმცა, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი თვეზე მეტი არ გაგრძელდება. მთავარია ფართი მოვიძიოთ, რომელიც არსებული ბაღის შენობიდან ძალიან შორს არ იქნება, რათა მოსახლეობის არ გაუჭირდეს ბავშვების მოყვანა. მთავარი ფართის ნახვაა, თორემ ინვენტარის გადატანა და მოწყობა მაქსიმუმ ორი კვირის ამბავია“, - აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა ერთი კვირის წინ მივიდა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მეორე დღესვე, სააგენტოს ხელმძღვანელისა და რაიონის გამგეობის წევრებთან ერთად გააცნეს.

„როგორც კი ჩვენთან ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა, მეორე დღესვე წავედით და გავაცანით ეს ამბავი მშობლებს. ხელმძღვანელობის მიდგომა ასეთია, რომ როგორც კი ექსპერტიზა დადებს დასკვნას, რომ შენობაში ბავშვების ყოფნა საფრთხის შემცველია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვების ყოფნა არ შეიძლება, ჩვენ დაუყოვნებლივ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას.

ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემდგომი დეტალური კვლევაა ჩასატარებელი, რადგან გასარკვევია გამაგრებას დაექვემდებარება შენობა თუ დემონტაჟი და ახლის აშენება იქნება საჭირო. ეს დეტალური ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი, თუმცა, ის ფაქტი რომ  ბაღში სააღმზრდელო პროცესის წარმართვა არ შეიძლება, ეს დასკვნაში წერია.

აღსანიშნავია, ისიც რომ ავარიულობის გამო, 9 ბაღია დახურული. ზოგი მათგანი 2 წლის წინ დაიხურა, მაგალითად N6 საჯარო ბაღი, რომელიც ორი წელია ალტერნატიულ ფართში მუშაობს. შარშან დაიხურა N84, N19, N125 და N64  საჯარო ბაღები. N109 საჯარო ბაღიც იმავენაირად გადასულია სხვა შენობაში. დარჩენილია რამდენიმე ბაღი, სადაც გადასვლის პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაღის დახურვის მიზეზი, შესაძლოა ადგილზე კორპუსის აშენებაა, სააგენტოში კატეგორიულად უარყოფენ.

„საიდან მოდის ასეთი ინფორმაციები არ ვიცი. როცა უნდათ სიტუაცია გაამწვავონ, იგონებენ კორპუსის თემას. ასეთი რამ გამორიცხულია, ვეძებთ ცარიელ ადგილებს, რომ ბაღი ავაშენოთ. თუ კი სადმე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ნახავენ, მოგვაწოდონ ინფორმაცია. სააგენტო კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ბაღების ადგილას სხვა დანიშნულების შენობა აშენდეს“, - განგვიცხადეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება