სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოში შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ნეგატიური წარმოდგენები 13 პროცენტზე მეტით შემცირდა“
26-12-2018
-
+


კამპანიამ #დაინახეყველაფერი ხელი შეუწყო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას 2015 წელს არსებული 41.5%-დან 2017 წელს 28.3%-მდე.

აღნიშნულის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სოციალურ ცვლილებებზე მიმართულმა საკომუნიკაციო კამპანიამ  შეძლო ზემოქმედება მოეხდინა ყველაზე გავრცელებულ არასწორ წარმოდგენებსა და ცრურწმენებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებობს.

კამპანიის ეს მთავარი შედეგი და სხვა აქტივობები თბილისში სპეციალურ ღონისძიებაზე შეაჯამეს. 

ორწლიანი კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. კამპანიაში ჩართული იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები.

კამპანია ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტ ადამიანს მიწვდა და შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას შეუწყო ხელი. 

„ვამაყობთ, რომ საქართველომ მოახერხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ნეგატიური წარმოდგენების და დამოკიდებულებების 13 პროცენტზე მეტით შემცირება“, -განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს ახლა მეტი შესაძლებლობა აქვთ განვითარდნენ და ისარგებლონ საკუთარი უფლებებით. კამპანიის შედეგად, ჩვენ შევქმენით მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს მუშაობას შემდგომი ცვლილებებისა და უფრო ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას სოციალური ცვლილებების პროცესში და ვიმუშავებთ სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან, რათა დავამარცხოთ შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმა“,- თქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. 

კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა: საზოგადოების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ და არსებული მითებისა და არასწორი წარმოდგენების გაქარწყლება; დამოკიდებულების სწორი მოდელების ილუსტრირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის წახალისება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი მშობლების გაძლიერება და მათთვის ადვოკატირების პლატფორმის შექმნა; პოლიტიკისა და საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირება და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არსებული მექანიზმებისა და თემების გაძლიერება.

2017 წლის თებერვლიდან კამპანიის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა  ღონისძიებები: ჩატარდა შეხვედრები, მედია კამპანიები, დიდი ნაციონალური და სათემო ღონისძიებები, დაიწყო თანამშრომლობა პროფესიონალებთან - ექიმებთან და მასწავლებლებთან - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან მათი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. 

დებატებისა და დისკუსიების გზით მოსწავლეებმა და სტუდენტებმა გაიგეს მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების შესახებ. მომზადდა ვიდეო სერიები „მეგობრობის ისტორია“, რომელიც ასახავდა ორი ახალგაზრდას - ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მეორე კი არმქონეს - გაცნობისა და დამეგობრების გამოცდილებას. ისტორიებში ნაჩვენები იყო, თუ როგორ იცვლება დამოკიდებულებები და წარმოდგენები კომუნიკაციისა და მეგობრობის გზით. 

მომზადდა და გავრცელდა ბროშურა „მითები და რეალობა“, რომელიც ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული მითებისა და არასწორი ინფორმაციების გაქარწყლებას, ასევე კომიქსები, რომელშიც ასახულია სწორი დამოკიდებულებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. ამავე თემაზე შედგა  ინტერაქტიული დისკუსიები და ჩატარდა ონლაინ ტესტები.

მუნიციპალიტეტებს შორის გამართულ კონკურსში მონაწილეობდა 10 მუნიციპალიტეტი, რომლებმაც წარმოადგინეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნის საუკეთესო გამოცდილება. ეს მუნიციპალიტეტები როლურ მოდელებად იქცნენ საკუთარ თემსა თუ სოფელში.

ონლაინ კამპანიაში „მშობლები ცვლილებისათვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები ყვებოდნენ საკუთარ ისტორიებს სოციალური მედიის საშუალებით. ადამიანებს შეეძლოთ შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ საკუთარი ცოდნის გადამოწმება ონლაინ ტესტით. კინოთეატრებთან პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა სახალისო აქტივობები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესაძლებლობის შესახებ ვიდეოების ჩვენება კინოსეანსების დაწყებამდე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება