სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლის 6 ტიპი, რომელთაც ყველა სკოლაში შეხვდებით
20-04-2019
-
+


„დღეს 6 საგანი გვაქვს ცხრილში, შესვლის ზარი უკვე დაირეკა და თითოეულ გაკვეთილზე განსხვავებული ტიპაჟისა და მიდგომების მასწავლებელი შემოაღებს ჩვენი კლასის კარს...“

Etaloni.ge გთავაზობთ მასწავლებლის 6 ტიპს, რომელთაც ყველა სკოლაში შეხვდებით:

ავტორიტეტი



პედაგოგი მრავალწლიანი გამოცდილებითა და მნიშვნელოვანი ნაშრომებით. ადამიანი, რომელსაც კოლეგებიც და მოსწავლეებიც აზრს ეკითხებიან - „ეს იყო 1977 წელს პეტერბურგში...“

მოსიყვარულე პროფესიონალი




იყენებს ინდივიდუალურ, თანამედროვე მიდგომებს, არის ობიექტური და მზრუნველი - „ჩემო საყვარლებო, რა იყო საშინაო დავალებაში გაუგებარი? ერთად ამოვხსნათ...“

მყვირალა



უხასიათო და მუდამ გაღიზიანებული - „სიჩუმე კლასში!...უთქვენოდაც ბევრი პრობლემა მაქვს და კიდევ ნერვებს მიშლით... გვარამია, რატომ იყურები ასეთი საწყალი სახით, გადი გარეთ...“

ზარმაცი



„ილაპარაკეთ, ოღონდ არ იხმაუროთ... თავი მტკივა, დღეს ახალს არაფერს ავხსნი. დავალება იგივე გრჩებათ...“

მკაცრი



მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, უხეში, მაგრამ გულიანი, საკუთარი თავისა და საგნის მოყვარული - „დასაკარგი დრო არ მაქვს, მე ეს საკითხი შესანიშნავად ვიცი, თუ არ მომისმენთ, თქვენ დაგაკლდებათ...“

„ჯიგარი“



„შატალოზე მიდიხართ? იცოდეთ, მე არ მინახიხართ... საშინელი ნაწერი იყო, მაგრამ ქულა მოგიმატე და ისე, სად იყიდე ეს მოსაცმელი?...“


კიდევ როგორი ტიპაჟის მასწავლებლებს იცნობთ?

საკუთარი შეხედულება კომენტარებში გაგვიზიარეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება