სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რომელ წლებში დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებთ 2019 წელს - ვინ არიან ღორის მეგობრები
13-12-2018
-
+


კატა-კურდღელი

(1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011...)

თუ თქვენ დაბადებული ხართ კატა-კურდღელის წელში, მაშინ ძალიან გაგიმართლათ. ღორს ძალიან მოსწონს ნიჭიერი კურდღელი. ზოგადად, კურდღელი იღბლიანობითაც გამოირჩევა: მაშინ, როცა სხვა ნიშნებს ძალიან უჭირთ, კურდღელს ფორტუნაც უღიმის და ვარსკვლავებიც. ღორს მოსწონს, რომ კურდღელი ზომიერია, არ უყვარს ჭორაობა, ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე. 2019 წელი  კურდღლებისთვის მატერიალურად ძალიან შემოსავლიანი იქნება. შეიძლება ახალი ქონებაც კი შეიძინონ. 

თხა

(1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015...) 

თხის წელში დაბადებული ადამიანები, განსაკუთრებული გარეგნული მახასიათებლებით გამოირჩევიან. ღორთან შეხვედრა მისთვის ბედნიერების პოვნის ტოლფასია. ღორი ხომ, ერთი მხრივ, კეთილშობილია და მუდამ გვერდში უდგას სხვებს, მეორე მხრივ, კი ყოველთვის მზად არის გაჭირვების ჟამს მეგობრებს დაეხმაროს. თხებისთვის 2019 წელი ფინანსურად იდეალურია. საოჯახო ოჯახი თავისი შემოსავლით მოლოდინს გადააჭარბებს. გამდიდრება ელოდებათ ხელოვნების სფეროში მოღვაწე თხებსაც - მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გაეყიდათ თავიანთი ნახატი, რომანი ან სხვა ინტელექტუალური საკუთრება, მაგრამ ვერ პოულობდნენ შესაფერის პარტნიორებს.

ვეფხვი

(1914, 1926, 1950, 1962, 1964, 1986, 1998, 2010...) 

მიუხედავად იმისა, რომ ვეფხვი მტაცებელი ცხოველია და რეალურად ღორი მისთვის საკვები პროდუქტია, ჩინურ ასტროლოგიაში ისინი ახლო მეგობრები არიან.  ღორი მონუსხულია ვეფხვის შინაგანი ძალითა და სულიერი მხნეობით. თავის მხრივ, ვეფხვიც აღფრთოვანებულია ღორის კეთილსინდისიერებითა და დიდსულოვნებით. ღორის ზედმეტი გულუბრყვილობა კი ვეფხვს მისი დაცვის სურვილს უჩენს. ღორი სწორედ მისგან სწავლობს, როგორ გადარჩეს დაუნდობელ სამყაროში. 2019 წელი ვეფხვებს ჰპირდება წარმატებას, გამდიდრებას, საინტერესო ადგილების მონახულებას, ახალი კავშირების დამყარებას და გავლენიანი მეგობრების შეძენას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება