| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში იმყოფებოდა.
აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ნინო გეწაძე ბუნდესვერის მართვის აკადემიის (Führungsakademie der Bundeswehr) შესახებ ბრიფინგს დაესწრნენ.
აღნიშნული ბრიფინგის განმავლობაში მხარეებმა მიმოიხილეს ინსტიტუტის სტრუქტურა, განხორციელებული კურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გერმანიის თავდაცვითი და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის გაცნობას, რომელიც ახალი ჩამოყალიბებულია.
ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლებთან გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა საერთაშორისო გენერლის/ადმირალის შტაბის ოფიცრის კურსის შესახებ, ასევე აკადემიის წარმომადგენლები გაეცნენ მცირე ჯგუფის ხელმძღვანელის მუშაობის მნიშვნელობას და მოხდა გერმანული მოდელის შედარება ქართულ მოდელთან.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს და დაგეგმეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ამოცანით მართვის (Mission Command) ფარგლებში სემინარი და შეფასების სისტემის გაცნობა, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული სისტემა გერმანიის შეიარაღებულ ძალებში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად