სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბერიკა შუკაკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ: „ცვლილებები იქნება იმისთვის, რომ წარმატება წახალისდეს“
12-12-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაუმჯობესდეს სქემაში.

„სამუშაო ეტაპი არ დასრულებულა, ვმუშაობთ იმაზე თუ რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ სქემაში, რა გავამარტივოთ, რა გავაუმჯობესოთ. ყველა შემთხვევაში, ეს ცვლილებები იქნება იმისთვის, რომ წახალისდეს წარმატება და ვნახოთ. 16 დეკემბრიდან 20-მდე უფრო ზუსტი პასუხი გვექნება“,-განაცხადა შუკაკიძემ.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებისთვის უკვე ცნობილია სქემაში დაგეგმილი გარკვეული სიახლეების შესახებ, მათ შორისაა თვითშეფასების კითხვარის გაუქმება და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის სტატუსის უვადოდ შენარჩუნება.

ასევე იხილეთ: როდის გახდება ცნობილი მასწავლებელთა სტატუსის შენარჩუნების შესახებ ინფორმაცია - მანანა რატიანი ცვლილებების შესახებ

უნდა გააგრძელონ თუ არა პედაგოგებმა კრედიტქულების დაგროვება სქემაში დაგეგმილი ცვლილებების გამოცხადებამდე?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება