სიახლეები
სიახლეები

რა წერია „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სახელმძღვანელოში აგვისტოს ომზე - თავდაცვის მინისტრის მოადგილე დეტალებზე
07-12-2018
-
+


თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის განმარტებით, „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სასკოლო სახელმძღვანელოს პროექტში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდა სამხედრო აგრესია, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოს პროექტში ომი განმარტებულია, როგორც სამხედრო საფრთხე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ომმა. მასში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტებს - საფრთხეების შეფასების დოკუმენტს და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას. 

„2008 წლის აგვისტოს ომი სახელმძღვანელოს პროექტში ნახსენებია ისე, როგორც ერთ-ერთი სამხედრო საფრთხე. სახელმძღვანელოში ჩამოთვლილია საფრთხეები, როგორიც არის სამხედრო საფრთხეები, ბუნებრივი საფრთხეები და ა.შ. ანუ საფრთხეები, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში და ამ საფრთხის წინაშე დადგნენ ჩვენი მოქალაქეები. 

ქვეყანაში მოქმედებს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც ეს საფრთხეები არის განმარტებული დეტალურად. სახელმძღვანელოს პროექტში, საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სწორედ აღნიშნულ ოფიციალურ წყაროებს ეფუძნება. ამ სამხედრო საფრთხეებიდან ერთ-ერთ ვარიანტად არის მოყვანილი 2008 წლის ომი. ანალოგიურად არის ნახსენები ყარაბაღის ომი, სირიის კონფლიქტი, ანუ სახელმძღვანელოში საუბარია არა კონკრეტულ სუბიექტებზე, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, არამედ საუბარია იმაზე, რომ სამხედრო საფრთხე არის ომი და არის მოყვანილი ამის კონკრეტული მაგალითები. 

რა თქმა უნდა, 2008 წლის ომს სხვა კონფლიქტებთან შედარებით მეტი დრო აქვს დათმობილი. სახელმძღვანელოს პროექტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდა სამხედრო აგრესია, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი კითხვების თემატიკას ეს სახელმძღვანელო არ ეხება. სახელმძღვანელოში ეს თემა არის გაშლილი იმ კუთხით, რომ ახალგაზრდას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ომმა. ამაზე უფრო ღიად, პოლიტიკური თვალსაზრისით ბავშვებთან საუბარი აზრს იქნება მოკლებული“, - განაცხადა გელაშვილმა.

როგორც თავდაცვის მოადგილე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სახელმძღვანელოში ასევე ცალკე თავი აქვს დათმობილი თავდაცვის სისტემებს, თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობებს, ჩვენს მისიებზე, წვრთნებზე, სამოქალაქო თავდაცვაზე, თვითგადარჩენასა და ა.შ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმძღვანელო არის 240-გვერდიანი, ხოლო სამხედრო საფრთხეებს დათმობილი აქვს 3-4 გვერდი. 

„ეს არის საქვეყნო საქმე, კარგი საქმე, ორიენტირებულია ახალგაზრდების ინფორმირებაზე. თუმცა, შემოატრიალეს ისეთ კონტექსტში, რაც გულდასაწყვეტია.

ექსპერტები აფასებდნენ სახელმძღვანელოს, რომელიც თვალით არ უნახავთ. მსგავსი ტიპის საგანი დღესაც ისწავლება სკოლაში. საკითხი იმგვარად დგას, რომ წიგნი, რომელიც იყო დაწერილი და რომლითაც ხორციელდება სწავლება, არის მოძველებული და დღევანდელ რეალობას აღარ ასახავს. თან ეს წიგნი ისწავლება მე-12 კლასში. ეს ის პერიოდია, როდესაც მოსწავლეები არიან აბიტურიენტები და უფრო სხვა საგნებზე არიან ორიენტირებულები.

ჩვენი ინტერესი იყო რამდენიმე: რაც შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ შეიარაღებულ ძალებზე და თავდაცვის სისტემებზე ახალგაზრდებს, რათა კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდეს თავდაცვის სფერო ახალგაზრდებში, ამაღლდეს მათი ცნობიერება და პატრიოტული სულისკვეთება. ჩვენი მოსაზრებაა, რომ აღნიშნული საგნის გავლა მე-12 კლასის ნაცვლად მოხდეს მე-10 კლასში, როდესაც უფრო ბევრი დრო აქვთ სხვა საგნების შესასწავლად, ვიდრე აბიტურიენტობის დროს. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს „ჩვენი ჯარი“, რომლის ფარგლებშიც სკოლაში არის მოსწავლეებთან ჯარისკაცების ერთსაათიანი შეხვედრები და ვუხსნით თუ რას წარმოადგენს შეიარაღებული ძალები, რა მისიები აქვს და ა.შ. წინა ეტაპზე ამ პროექტის ფარგლებში 15 000 მოსწავლეს შევხვდით. 

ყველაფრის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ინტერესია ახალგაზრდებში ასეთი საკითხების მიმართ. განათლების სამინისტროსთან ერთად მივედით იქამდე, რომ აღნიშნული საგანი საპილოტე დონეზე გვეცადა. საგანს სჭირდება გარკვეული წყაროები, რითაც სახელმძღვანელო უნდა ისწავლებოდეს. ჩვენი დოქტრინების ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, შეიკრიბა და დაიწყო ელექტრონულ წყაროს შემუშავებაზე მუშაობა. გაკეთდა დრაფტი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. დრაფტის გაკეთების შემდეგ, შევეცადეთ, რომ ახალგაზრდებისთვის საინტერესო ფორმა მიგვეცა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციების. სწორედ ამიტომ, ავიყვანეთ განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტი, რომელიც ჩვენთან ერთად ახლაც მუშაობს საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა გელაშვილმა.

იხილეთ: აგვისტოს ომის ისტორიას მოსწავლეები 2019 წლიდან ისწავლიან - სკოლებში ახალი საგანი დაინერგება

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება