| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის ინიციატივით, გაიმართა პრეზენტაცია პროგრამაზე: „ანაზღაურებადი პრაქტიკა გერმანიაში.“
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიის სხვადასხვა მიწაზე ტურიზმის ინდუსტრიაში, გერმანული ენის ცოდნის ამაღლების მიზნით.
აუცილებელი პირობაა გერმანული ენის ცოდნა მხოლოდ A1-A2 დონეზე! პროგრამა უზრუნველყოფს უფასო საცხოვრებელსა და კვებას მაღალბიუჯეტიან სასტუმროში!
აუდიტორიას მიესალმა და ევროპული განათლების პრიორიტეტებზე ისაუბრა სსუ-ის რექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ.
პროექტი სტუდენტების წინაშე წარადგინა ამ პროგრამის კოორდინატორმა, სსუ-ის ენების ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, გერმანისტმა ნანა ედიშერაშვილმა.
აუდიტორიას თავისი გამოცდილება გაუზიარეს ამ პროგრამაში მონაწილე სსუ-ის სტუდენტებმა: გიორგი ბერუაშვილმა, ლელა რუსიამ და ლია ხვედელიძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუმრები:ევროპული ენების ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰერალდ ქრისტიან ჰორნუნგი, პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპული ენების ინსტიტუტის დირექტორი თეა ფეტელავა, სამედიცინო უნივერსიტეტის ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა, სსუ-ის ენების ცენტრის უფროსი, პროფესორი მაია დარასელია, ასევე სსუ-ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
ღონისძიების დასასრულს, რექტორის მრჩეველმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ და პროგრამის ხელმძღვანელმა, ევროპული ენების ინსტიტუტის დირექტორმა, თეა ფეტელავამ მადლობა გადაუხადეს სსუ-ში პროგრამის კოორდინატორს, ნანა ედიშერაშვილს და სსუ-ის ენების ცენტრს პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ამ ტიპის პროგრამების იმპლემენტაციისა და მათში სსუ-ის სტუდენტების აქტიური ჩართულობის მიზნით, სსუ-ს რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მითითებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე, ენების ცენტრში შეიქმნას სასერტიფიკატო კურსები - თავდაპირველად გერმანულ და ინგლისურ ენებში.
პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ სსუ-ს ენების ცენტრის მთავარ სპეციალისტს, პროგრამის კოორდინატორს, ნანა ედიშერაშვილს. სსუ-ის I კოპრუსი, ოთახი 206, საკონტაქტო ტელეფონები: 2 54 14 11.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად