სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება
06-12-2018
-
+


მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის ვებინარს - ინტერაქტიულ ონლაინ პრეზენტაციას მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ჩაატარებს.

ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციაზე განხილული იქნება თემა: „მდგრადი განვითარების მიზნები და აქტივობები მათი სწავლებისათვის“.

ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება გეოგრაფიის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. მასში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. ამასთან მონაწილეებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება.

ვებინარებზე ჩართვის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. 

ცენტრის ინფორმაციით, ვებინარებს გაუძღვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის გეოგრაფიის კონსულტანტი, გეოგრაფიის დოქტორი მაია ბლიაძე.

ვებინარზე განხილული იქნება მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოსთვისაც, მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი „მდგრადი განვითარების მიზნები“ და ასევე აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლებისთვის ამ მიზნების უკეთ გაცნობასა და გაცნობიერებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება