სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

როგორ მიხვდეს მშობელი, რომ შვილი სკოლაში ბულინგის მსხვერპლია - ფსიქოლოგი გვირჩევს
05-12-2018
-
+


ბულინგი ანუ ფსიქოლოგიური ძალადობა, სპეციალისტების განმარტებით, რთულ ქცევას მოიცავს, რა დროსაც ბულერი (მოძალადე)  სხვისი დაზიანების სურვილითაა შეპყრობილი. როგორც Etaloni.ge-სთან ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი აღნიშნავს, ამ დროს აუცილებელია დაბულინგებული ბავშვის მშობელმა სასწრაფო ზომები მიიღოს, თუმცა არა ისე, რომ თავად გახდეს ბულერი.

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი ბულინგის ქვეშაა და რა ტიპის ბავშვები ხდებიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, ამ და სხვა კითხვებზე ქეთი მესხიშვილი გვპასუხობს.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია?

- ბულინგის მსხვერპლი ბავშვები როგორც წესი სახლში ამ თემაზე მართლაც არ საუბრობენ. თუმცა, ავლენენ გარკვეულ ნიშნებს. მაგალითად: თუ სკოლაში ხდება ბულინგი, ბავშვმა შესაძლოა  სკოლაში წასვლა გააპროტესტოს. ის შეეცდება ყველა ღონე იხმაროს,  რომ  სკოლა გააცდინოს. ასეთ დროს  მშობელი პედაგოგს აუცილებლად უნდა გაესაუბროს და  კლასში არსებული მდგომარეობა გაარკვიოს. მაგალითად, როგორი ურთიერთობა აქვთ თანაკლასელებს ერთმანეთთან. ასევე, ძალიან ხშირია ძალადობის ფონზე გაჩენილი შიშები და ღამით ცუდი ძილი. ასეთ დროს დღის განმავლობაშიც ადგილი აქვს გუნება-განწყობილების ხშირ ცვლასა და ჭირვეულობის მომატებას. საერთოდ, ნებისმიერ შემთხვევაში მშობელი თავისი შვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს.  

- რა ტიპის ბავშვები ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი? რა თვისება აქვთ მათ, რაც ბულერის (მოძალადის) ყურადღებას იქცევს?

- ეს ყველაფერი მიუთითებს არა ბულინგის მსხვერპლი ბავშვის სისუსტეზე, არამედ მოძალადის რთული ქცევის არსებობაზე, რომელსაც შეცვლა სჭირდება. მათი გაჩენის კონკრეტული მიზეზი ყველა ბავშვის შემთხვევაში  ინდივიდუალურია, მაგრამ, როგორც წესი - არასწორი აღზრდის შედეგია. ასეთ დროს საჭიროა როგორც ბავშვთან, ასევე მშობლებთან სპეციალისტის კომპლექსურად მუშაობა.

- რას ნიშნავს რთული ქცევა, რომელიც, თქვენი თქმით, მოძალადეს ახასიათებს?

- რთული ქცევის დროს ადამიანი (ამ შემთხვევაში - ბავშვი)  საკუთარ თავს, რაიმეს ან სხვა ადამიანს აზიანებს. რთული ქცევა თითქმის ყველა შემთხვევაში  არასწორი აღზრდის და ბავშვთან არასწორი კომუნიკაციის შედეგია. მისი მართვის დროს მშობლის მიერ გასათვალისწინებელია ამგვარი ქცევის არსებობის მიზეზის გაგება. ეს ხშირად გულისხმობს იმას, რომ მშობელმა თავად უნდა შეძლოს და აღიაროს აღზრდის რა მიმართულებაში აქვს შეცდომა დაშვებული ან ზოგადად როგორი ფსიქო-ემოციური ფონია ოჯახში. თუ ბავშვისთვის სახლში არცერთი მშობელი ავტორიტეტი არ არის,  ან ის  უარის მიღებას,  ანუ საპირისპირო აზრის მოსმენას მიჩვეული არაა, ამან შესაძლოა რთული ქცევის ფორმირებას ხელი შეუწყოს.

იმისათვის, რომ მშობელმა შეძლოს რთული ქცევა თავიდან აირიდოს,  ბავშვთან ურთიერთობის და განსაკუთრებით ინსტრუქციის მიცემის მომენტში აუცილებლად თანმიმდევრული უნდა იყოს: ის უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის სურვილებსა და შესაძლებობებს; არ უნდა დაემუქროს ისეთი რამით, რის შესრულებასაც ვერ შეძლებს;  არ უნდა შეეშინდეს, რომ მისი შვილი უარს ვერ გადაიტანს. მშობელი უნდა შეეცადოს ბავშვთან  გულწრფელი იყოს და რაიმეს აკრძალვის შემთხვევაში ეს აკრძალვა ობიექტურად დასაბუთებული უნდა იყოს. ეს რეკომენდაციები  იმ დიდი ჯაჭვის ნაწილია, რომელიც მშობელსა და ბავშვს შორისაა გაბმული და დიდ სიფრთხილეს და წინდახედულობას მოითხოვს,  რომ არ დავაზიანოთ ისეთი სათუთი და სუფთა არსება, როგორიც ბავშვია.

- რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, როცა შეიტყობს, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია?

- თუ მშობელი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია, ამაზე რეაქცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მაგრამ გასათვალისწინებელია სიფრთხილე - მშობელმა ემოციების ფონზე არ უნდა მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება.  პირველ რიგში ჯერ საკუთარ შვილს უნდა გაესაუბროს და  მასზე, როგორც დაზარალებულზე იზრუნოს.  ამგვარი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და უსაფრთხოების შეგრძნების გაძლიერება. რაც შეეხება მჩაგვრელს - მშობელი პირდაპირ მასთან არ უნდა მივიდეს. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეს, ნამდვილად არის თუ არა ბულერი სწორედ ის ბავშვი, ვისზეც ეჭვია. ამ დროს მასწავლებლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ კი მის მშობელს უნდა დაუკავშირდეს. არავითარ შემთხვებაში გამართლებული არ არის მოძალადე ბავშვს დაბულინგებული ბავშვის  მშობელი დაემუქროს. ამით ის იგივე მაგალითს აძლევს, ანუ გამოდის, რომ ახლა სხვა ბავშვის მშობელი ძალადობს მასზე ფსიქოლოგიურად და ეს კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. ამ ყველაფრის შემდეგ ბულერის ანუ მოძალადის მშობელმაც დროულად უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები მოძალადე ბავშვის დასახმარებლად, რათა მან ეს ჩვევა დაძლიოს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

ვის აქვს რეგისტრაციის გავლის უფლება პირველ ეტაპზე 

დაიგვიანა 4-მა აბიტურიენტმა -  დღეს აპლიკანტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება