სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს შშმ პირთა საერთაშორისო დღეა - „რა უპირატესობა აქვს ეტლით მოსარგებლე ადამიანს“
03-12-2018
-
+


3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წელს დაწესდა. 

ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის და ღირსების საპატივსაცემოდ.

etaloni.ge გთავაზობთ სოციალურ ქსელში კატო თოფურიას მიერ დაწერილ პოსტს, რომელიც ეტლით სარგებლობის დადებით მხარეებზე საუბრობს:

"დღეს შშმ პირთა საერთაშორისო დღეა - დღეს ჩემი დღეა!

რა უპირატესობა აქვს ეტლით მოსარგებლე ადამიანს - ანუ ჩემი თვალით დანახული ეტლი და ეტლის პოზიტივი

1. შეგიძლია იარო ბევრი, ძალიან ბევრი, მანქანის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედის გარეშე და არ დაგეღალოს ფეხები ( მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქალაქი შემოიარე) 

2. ეტლში ჯდომისას გკიდია 160 სმ ხარ თუ 180, მაინც პატარა ბავშვივით უყურებ შენზე "მაღალ" ადამიანს ქვემოდან.... 

3. არასოდეს გაგეცვითება და გაგიჭუჭყიანდება ფეხსაცმელი, რამდენიც არ უნდა იარო... შეგიძლია ერთ დღეს თუ ვინმეს აღმოაჩენ, ვისაც შენი ზომა ფეხი აქვს და ფეხსაცმელი არ აქვს, გაიხადო და ისე აჩუქო, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენო.... 

4. შეგიძლია იბოდიალო წვიმაში, თოვლში და ფეხები არ დაგისველდეს... 

5. შეგიძლია ორი ბავშვი დააბზრიალო, მესამეც დაიმატო და არ შეგეშინდეს რომელიმეს გადმოვარდნის და დაშავების. 

6. ქუჩაში სიარულის დროს ბორბლების ტრიალი ბავშვების აღტაცებას იწვევს და უკან მოგდევენ ( განსაკუთრებით მაშინ, თუ ეტლის ბორბლებზე სტიკერებია დამაგრებული)

7. ეტლში ჯდომისას ხედავ ადამიანების ნამდვილ დამოკიდებულებას შენდამი (როგორც არ უნდა ითამაშონ ვერ დამალავენ...)

8. ეტლით მოსარგებლეს შეუძლია ჩაიცვას ლამაზი ქუსლიანი ფეხსაცმელი და კისერი არ მოიტეხოს 

9. ეტლის მოსარგებლეს არავინ ეტყვის "ადექი ადგილი დამითმე"

10. ეტლით მოსარგებლეს შეუძლია ძალიან გრძელ - დამღლელ რიგში მშვიდად იჯდეს, იკითხოს წიგნი, ან მოუსმინოს მუსიკას".


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება