სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აჭარის ორი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას დისტანციურად შეისწავლიან
22-11-2018
-
+


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი სოფლის მთისუბნისა და პანტნარის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლება დაინერგება.

პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

სატესტო გაკვეთილს მოსწავლეებს „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლები ჩაუტარებენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო ცენტრი მაღალმთიან და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში ვერ უზრუნველყოფდა კონსულტანტ-მასწავლებლების გაგზავნას, შესაბამისად არ ხდებოდა მოსწავლეთა შეფასება.

ინგლისური ენის დისტანციური სწავლება საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. სამომავლოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენება სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებითაც იგეგმება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქვეპროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ახორციელებს. 2018-2019 სასწავლო წლისთვის ქვეპროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 185 კონსულტანტ-მასწავლებელია ჩართული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება