სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზუგდიდური მზრუნველობა და Izrune.ge თითოეულ ოჯახში - საგანმანათლებლო ინოვაციები სამეგრელოშია
20-11-2018
-
+


ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა.

დარბაზი სავსე იყო სამშობლოსთვის გულანთებული და შვილების ბენდიერ მომავალზე მეოცნებე საზოგადიებით, რომელთაც პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა.

ღონისძიებას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსი ზამირა ღადუა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია, რესურსცენტრის წარმომადგენელი მამუკა ბულია, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორი ნინელი ჭითანავა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები ამშვენებდა, ყველაზე ხშირად ისმოდა სიტყვები: მშობელი, შვილი, სკოლა, სახელმწიფო - სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პორტალს.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ izrune.ge-ს იდეა პირველად ჩვენს რეგიონში გაჟღერდა, განმუხურის ხიდთან მოხდა ეს ამბავი, მაშინ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

izrune.ge ძალიან საინტერესო, სასარგებლო, პროდუქტიული პროექტია, ის იმითაც უნიკალურია, რომ იკვრება სამკუთხედი სკოლას, მშობელს და მოსწავლეს შორის. და სწორედ ეს ერთობა არის ის კომპონენტი, რაც განაპირობებს ჩვენი ახალი თაობის ღირსეულ ზრდას. ამიტომ ყველას ვურჩევ, ჩაერთონ izrune.ge-ში და გახდნენ ამ პროექტის აქტიური მონაწილეები“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დირექტორებმა, რომელთა მოსწავლეებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულნი Izrune.ge-ში. მათ პორტალის ინოვაციურ, ინდივიდუალურ-გუნდურ და მამოტივირებელ მიდგომებზე ისაუბრეს და ოჯახებს Izrune.ge-ში ჩართვისკენ და სკოლის მეშვეობით ყველა მისი სიკეთით სარგებლობისკენ მოუწოდეს.

მთელი ზუგდიდი Izrune.ge-ს ირგვლივ გაერთიანდა.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბანაკის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება