სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge ოჯახისთვის, ოჯახი სკოლისთვის, სკოლა სამშობლოსთვის - თბილისის N87 საჯარო სკოლა ინოვაციების თანამოაზრეა
16-11-2018
-
+


თბილისის N87 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას სკოლის ლიდერი დირექტორი დავით ჭეიშვილი, წარმატებული პედაგოგები, მოსწავლეები და აქტიური მშობლები ესწრებოდნენ.

აუდიტორიას პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა და იზრუნეს ტესტები მათთან ერთად პირდაპირ რეჟიმში გაიარა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N87 საჯარო სკოლამ საგანმანათლებლო ინოვაციებს პრეზენტაციის გამართვამდე აუწყო ფეხი და მოსწავლეთა ნაწილი უკვე Izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრი გახლავთ.

პორტალში ჩართულმა მშობლებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ Izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომები შვილების მისწრაფებების განსაზღვრისა და მათი ბედნიერი მომავლის შექმნის საუკეთესო გზაა.

ამასთან, შეხვედრაზე პორტალის ინდივიდუალურ-გუნდურ მიდგომებზე ისაუბრეს და Izrune.ge-ში მოსწავლეთა სრული ჩართვისა და მაღალი შედეგების მიღებისკენ აიღეს გეზი - „მომავლის კლასის“ შესაქმნელად.

პრეზენტაციაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება